მედიკამენტები – ,,შავი ბაზრისთვის"
|
,,სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. კონტროლის ზონაში შემოსული, საქართველოს მოქალაქე მ. გ.-ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა ავტომანქანის კარებსა და საბარგულის კედლებში არადეკლარირებული 17 დასახელების მედიკამენტები აღმოაჩინეს, რომელთა საბაჟო ღირებულებამ, ექსპერტის დასკვნის მიხედვით, 35286 ლარი შეადგინა. უკან დაბრუნება |