,,რევოლუცია მოდის” ანუ „ბალოტნაიადან - მაიდნამდე“
|
ავტორი გიორგი გაბაშვილი დღეს მსოფლიო მედიისა და საზოგადოების ყურადღება კიევისკენაა მიპყრობილი. პრესაში გვხვდება სტატიები სათაურით „უკონტროლო უკრაინა“, „უკრაინული ზამთარი“ და სხვა. 1. უკრაინულ მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ მიემართება საარტილერიო დანადგარები აქციის დასაშლელად. ბუნებრივია, პრეზიდენტი იანუკოვიჩი ცდილობს გავლენა შეინაჩუნოს უკრაინაზე, მისთვის ამ შემთხვევაში, მიზანი ამართლებს საშუალებას და ალბათ, არც მოერიდება ძალის გამოყენებას. ამას გარდა, ვრცელდება ინფორმაცია რომ, პრეზიდენტი იანუკოვიჩი სამუშაო ვიზიტით ეწვევა რუსეთს და შეხვდება ვლადიმერ პუტინს. როგორც ჩანს, იანუკოვიჩი დირექტივებს სწორედ მოსკოვში მიიღებს. 2. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გამოაქვეყნა პეტიცია, სახელით „უკრაინა სამხედრო დახმარებას საჭიროებს დიქტატორის წინააღმდეგ“. მიმდინარეობს ხმის მიცემა უკრაინაში სამხედრო ძალის შეყვანა, არშეყვანის თაობაზე. ამ პეტიციას, მხარი ევროპის სახელმწიფოთა მეთაურებმა დაუჭირეს. ეს ორი ფაქტი, ნათლად გვიჩვენებს, რომ უკრაინა სერიოზული დაპირისპირების საგნად იქცა ევროპასა და რუსეთს შორის. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, როცა რუსეთიდან დაბრუნდება იანუკოვიჩი და დიდი ალბათობით ახალი დირექტივებით იმოქმედებს. მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის ახალი წახნაგი უკრაინაში იგება. ეს მომენტი ჩვენთვისაც სასიცოცხლოდ საინტერესოა, იმდენად, რამდენადაც გეოგრაფიულადაც ახლოა და უკრაინისგან განსხვავებით ჩვენ გავრისკეთ - ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. უკრაინის შემთხვევაში, რუსეთმა ეკონომიკური ბერკეტი გამოიყენა და იანუკოვიმაც უკან დაიხია. საქართველოსთვის ეს კიდევ უფრო სახიფათოა, რადგან რუსეთს ჩვენს წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტები, თითქმის არ აქვს და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ხელს სხვა, უფრო მტკივნეული საშუალებით შეგვიშლის.
უკან დაბრუნება |