ავტორი სოფო ხვიბლიანი
მისთვის ცეკვა ყველაფერია, საზოგადოებას თავი პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ დაამახსოვრა. ის დღესაც თავის საყვარელ საქმეს აკეთებს და სტუდია ,,თელაში“ ცეკვას ასწავლის. - სანამ საზოგადოებისთვის ცნობილი სახე გახდებოდით რას საქმიანობდით? - მე და სალომე ჭაჭუა, სხვადასხვა კონკურსებში ვიღებდით მონაწილებას. ფინალში, მსოფლიო ჩემფიონატშიც გავსულვართ და საპრიზო ადგილებიც აგვიღია. საქართველოში კი თითქმის, ყოველთვის პირველ ადგილზე გავდიოდით. - როგორ მოხვდით „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველ სეზონში? - ამ პროექტში, რომ მონაწილეობა მივიღე, ლელა წურწუმიას დამსახურებაა. მან მოითხოვა, მისი პარტნიორი ვყოფილიყავი. თუმცა პრობლემა ის იყო, რომ ცეკვისთვის თავი მქონდა დანებებული და წონაში მომატებული ვიყავი, ამიტომ ერთ კვირაში მომიწია ფორმაში ჩადგომა. - ლელასთან მეგობრობდით? - დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, რამდენიმე წლის წინ „საზოგადოებრივ არხზე“, ამ პროექტის გაკეთება ჩვენც გვინდოდა, მაგრმ არ გამოგვივიდა.
- გული ხომ არ დაგწყდათ, პარტნიორობა თიკო სადუნიშვილმა რომ გაგიწიათ? - ლელას ძალინ ვაფასებ, კარგი ადამიანია, მაგრამ თიკოს პარტნიორობამ ძალიან გამახარა. კარგი პიროვნებაა, დღეს ის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. - თქვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, პირველ და მეორე სეზონში ვისთან იცეკვებდით? - პირეველ სეზონში თიკოსთან და მეორეში რუსკასთან, ან ნანიკოსთან. - რამდენად გწყალობთ იღბალი? - ამბობენ, რომ ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა შანსი და უნდა გამოიყენოვო, მაგრამ არ ვეთანხმები. ბევრი შანსი მომცა ცხოვრებამ, ალბათ იმიტომ, რომ სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდი, თუ არ ჩავთვლით ბავშვობის შეცდომებს. - რატომ არ მიიღეთ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ამ სეზონში მონაწილეობა? - არ მიმიწვიეს, ალბათ იმიტომ, რომ მეორე სეზონის შემდეგ ვთქვი, აღარ მივიღემ ამ პროექტში მონაწილეობას-მეთქი. თანაც ძალიან დაკავებული ვიყავი, თვისუფალი დრო ფაქტიურად არ მქონდა. ამჟამად, მოსწავლეები მყავს, სულ მალე „მსაჯი“ გავხდები. - ცნობილი სახეებიდან არის ვინმე თქვენი მოსწავლე? - გვანცა ზაქარეიშვილი, თიკო სადუნიშვილი და კიდე რამდენიმე სხვა. ძირითად მოცეკვავეებს ვასწავლი; ოთოს, ჯულიანას და სხვებს, რადგან ნერვები არ მყოფნის დამწყებ ბავშვებთან მუშაობის.
- „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვის გულშემატკივრობთ? - ვგულშემატკივრობდი ოთოს და იულიას. ახლა ჯულიანს, გიორგის, რამაზის და სოფოს, რადგან ისინი ჩემი მოსწავლეები არაიან. - თქვენი აზრით ვინ იქნება ამ სეზონის გამარჯვებული? - წინასწარ ვერ განსაზღვრავ, მაგალითად გიორგიმ და ჯულიანამ პირველად ძალიან კარგად იცეკვეს, მეორე და მესამე ცეკვა კი ჩააგდეს. - მიღებთ თუ არა მომდევნო სეზონში მონაწილეობას? - ჯერ-ჯერობით არ მაქვს დაგეგმილი, თუ რაღაცეები შეცვალეს არ გამოვრიცხავ. - რას გულისხმობთ, რა უნდა შეიცვალოს? - ძალიან ბევრი რამ. იმას არ ვამბობ, რომ ცუდია, მგარამ არის რაღაცები, რაც ჩემთვის მიუღებელია. არ ვიცი, ვნახოთ მომავალი რას გვიჩვენებს. - როგორია ,,ვარსკვლავობა“? - აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები; უარყოფითი ის, რომ შენს პირად ცხოვრებაში ერევიან, დადებითი კი ის აქვს, რომ ხალხი გცნობს, უყვარხარ და დიდ სითბოს გამოხატავს შენს მიმართ. - „ცეკვავენ ვარსკვლავები“ არის თუ არა ერთ-ერთი მთვარი მიზეზი თქვენი და სალომეს დაშორების? - არა, პროექტი არაფერ შუაშია. მართალია ცნობილები გავხვდით და ორივე ცოტა შევიცვალეთ, მაგრამ ოჯახიც რომ გვქონოდა შექმნილი, მაინც დავშორდებოდით. მოსახდენი მოხდებოდა. - სალომე ისევ „სტუდია თელაში“ მუშაობს? - არა, დაშორების შემდეგ ცოტახანს იმუშავა და წავიდა. - თქვენ ხომ არ იყავით ინიციატორი? - არა, ეს მისი გადაწყვეტილება იყო. დღესაც რომ დაბრუნდეს, პრობლემა არ მექნება. - ახლაც გაქვთ რაიმე ურთიერთობა? - არა. - გვესაუბრეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე. - მყავს ძალიან ბევრი მოცეკვავე წყვილი, ახლა საერთაშორისო ,,მსაჯობას“ ვიღებ და ერთ წელიწადში, მინიმუმ ცამეცი კონკურსი მექნება. ,,სამსაჯო“ წყვილებს გავზრდი და ვატარებ კონკურსებზე. ახლა მივდივარ მოსკოვში, გერმანიაში და ამერიკაში.
უკან დაბრუნება
|