
ავტორი სოფო ხვიბლიანი მუსიკა მისთვის ყველაფერია, უკვე ათი წელია რეპს მღერის და თავის საყვარელ საქმეს აკეთებს... - სიმღერა პირველად როდის დაწერეთ? - ცამეტი-თოთხმეტი წლის ვიქნებოდი, სიმღერას ,,არ უღალატო ძმებს“ ერქვა, მაშინ ჯგუფ „გრაფიტში“ ვიყავი. მალე ეს ჯგუფი დაიშალა და სოლო კარიერა გავაგრძელე. შემდეგ ჯგფ „ჯუჯებში“აღმოვჩნდი, ბავშვობის მეგობრებთან ერთად. - ჯგუფი „ჯუჯები“ როდის შეიქმნა? - 2002 წელს, მაგრამ ადრე სხვა სახელით არსებობდა, ეს ის პერიოდია, ყველა რომ რეპერობდა ან ,,ძველბიჭობდა“. - ჯგუფი „გრაფიტი“ რატომ დაიშალა? - ჯგუფის წევრები სხვადასხვა რაღაცას ვწერდუთ, რაც დაშლის მიზეზი გახდა,ხოლო მე და „ჯუჯებს“ ბევრი საერთო გვაქვს, რაც დიდ კომფორტს მიქმნის. - ბევრი სიმღერა და კლიპი გაქვს, მომავალში ჯგუფის მიტოვებას და სოლო კარიერის გაგრძელებას ხომ არ აპირებ? - ჯგუფის მიტოვებას არ ვაპირებ, რასაც ხუთი წელი ჯგუფ „გრაფიტში“ ვაკეთებდი, უფრო მეტი ამ ორ თვეში გავაკეთე, როცა სოლო კარიერა დავიწყე.
 - ძირითადად სიყვარულზე წერ, რატომ? - სულ სიყვარულზე არ ვწერ, ასი სიმღერა მაქვს, აქედან ათია სიყვარულზე, რომლებიც გაჰიტდა და იმ ოთხმოზდაათზე რეიტინგულია. ხალხს, რაც მოსწონს იმას ვწერ. - ბევრი გისმენს და უყვარხარ, რას ეტყოდი შენს მსმენელს? - ახლახანს, ახალციხეში, საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მივიღე და ხალხისგან ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი, რამაც ძალიან გამახარა. - საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას ხშირად იღებ? - ხშირად, უარი არასოდეს მითქვამს, რადგან ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. - სიმღერის გარდა სხვა რით ხართ დაკავებული? - არაფრით, მხოლოდ მუსიკით, იმიტომ რომ ყველაფრის გაკეთება მარტოს მიწევს; კლიპის გადაღება, სიუჟეტს გაკეთება, სცენარის დაწერა. შემდეგ ვამონტაჟებ და სიმღერები, რაც იწერება მეგობრების დახმარებით ყველაფერს ვაბალანსებ. - რთული არ არის ისეთ ქვეყანაში რეპერობა, სადაც რეპი მკვდარია? - ძალიან რთულია. ზოგჯერ სიგარეტის და გზის ფულიც კი არ გაქვს, სტუდიაში რომ მიხვიდე. ასე ცხოვრება ძნელია. განსაკუთრებით, მაშინ როცა ოჯახს უჭირს და ვერაფრით ეხმარები. - მომავალში სოლო კონცერტს აპირებ? - არა, რადგან თუ გააკეთებ, უნდა გააკეთო გრანდიოზული, რისთვისაც მე კი არა, საქართველო არაა მზად. ხალხს იმის ფული არ აქვს, ბილეთი იყიდოს და კლუბში მოვიდეს.
 - ამ ყველაფრის მერე, კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ ხომ არ აპირებ? - ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ არ შემიძლია ყველაფერი დავტოვო და სხვაგან წავიდე. ჩემი მეგობრების და ოჯახის გარეშე წარმატება ვერ გამაბედნიერებს. თანაც ადვილი არ არის სხვაგან წახვიდე და ყველაფერი თავიდან დაიწყო. - სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი? - საქართველოში შოუბიზნესი მკვდარია, დღეს არავინ ლაპარაკობს რეალურად რა მდგომარეობაა და რა შეიძლება გაკეთდეს, ამიტომ ცხოვრების დინებას მივყვები და მომავალს იმედის თვალით ვუყურებ.
უკან დაბრუნება
|