პოლიციამ დაკავებულისგან დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევი დავით შ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ტომფსონი“-ს სისტემის ერთი ავტომატური  ცეცხლსასროლი იარაღი, „კალაშნიკოვი“-ს სისტემის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი,  ხუთი მჭიდი და 653 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.  

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის  ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 236-ე მუხლის ოირველი ნაწილით).

 

 


უკან დაბრუნება