პროსტიტუციის ადგილის გამოყოფისთვის სასტუმროს მფლობელები დააკავეს
|
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის, ბათუმის სასტუმრო "სთარი"–ს მფლობელები: 1984 წელს დაბადებული გელა ტ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული რამაზან ი, ასევე სასტუმრო "გენაცვალე"–ს მფლობელი, 1965 წელს დაბადებული თამაზ ა. დააკავეს. ერთ-ერთი სასტუმროს კლუბიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები "მარიხუანა" და "ექსტაზი". დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. ისინი გადაყვანილი არიან ბათუმის დროებითი დაკავების იზოლატორში. მოწმის სტატუსით დაიკითხნენ სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები. გამოძიება სსკ-ს 254–ე მუხლით (პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გამოყოფა) მიმდინარეობს.
უკან დაბრუნება |