შემოგვიერთდით facebook-ზე

გაღმა ნაპირი _ 90-იანი წლების თბილისი და აფხაზეთი

 

ავტორი

ლევან გელაშვილი

 

ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ რეალობის სხვადასხვა ასპექტს შორის, ხედვის სხვადასხვა წერტილს რომ შეესაბამება, არსებობს ერთი ასპექტი, რომელიც დასაბამს აძლევს ყველა დანარჩენს და თვითოეულ მათგანში იგულისხმება (ბერგსონი). გიორგი ოვაშვილის ფილმში `გაღმა ნაპირი~ ბავშვის თვალით დანახული რეალობაა ასახული. ფილმში ხედვის ის წერტილ ცენტრია, რომელიც ყველა დანარჩენის საფუძველია და ყველაფერში იგულსიხმება. ესაა ყველაზე გულწრფელი და უმანკო განცდა რეალობისა. ფილმი დატვირთულია სევდიანი ემოციებით, მძიმე სოციალური ყოფის ამსახველი კადრებით, რომელიც ზედმეტი დრამატიზმის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ გვიჩვენებს ბავშვის ოცნებასა და ტკივილს. როდესაც ეს `საფუძველი~ – ულმობელი გარემო, იმდენად იძარცვება რომ გმირი, ბავშვობას, სახლს და მამას ვეღარ იბრუნებს ხუჭავს თვალებს. ბავშვის დახუჭული თვალები რელევანტური რეაქციაა ცვალებად გარემოზე, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდებათ ამ ფილმის ნახვის შემდეგ.

4-02-2013, 11:50

უკან1 2 წინ


მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა