შემოგვიერთდით facebook-ზე
,,სამსუნგმა“, ერთი მილიარდი ევრო ,,Apple”-ს, 5 ცენტიანი მონეტებით სავსე ოცდაათი სატვირთო ავტომობილით მიუტანა
28-09-2013, 17:06  /  ნახვა: 35969

თარგმნა

მზია კევლიშვილმა

კალიფორნიაში, ,,Apple“-ს შტაბბინის წინ, 5 ცენტიანი მონეტებით სავსე, 30 სატვირთო მივიდა. უსაფრთხოების კომპანიას, რომელიც შტაბბინას იცავს,  ეგონა, რომ სატვირთო ავტომობილები არასწორ ადგილას მოხვდნენ, მაგრამ ცოტახნის შემდეგ  ,,Apple“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ტელეფონით სამსუნგის აღმასრულებებლი დირექტორისგან შეიტყო, რომ დაკისრებულ ჯარიმას, ისინი 5 ცენტიანი მონეტებით გადაუხდიდნენ.

ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი არ აკონკრეტებდა გადახდის ფორმას. ასე, რომ სამსუნგს სრული უფლება ჰქონდა, ჯარიმა მონეტებით გაეგზავნა.

ეს ბინძური, მაგრამ გენიალური იდეა,  ,,Apple“-ს კომპანიის თავისტკივილი გახლავთ. მათ, უნდა დათვალონ ეს მონეტები, რათა შეამოწმონ,  თანხა სრულყოფილია თუ არა.

,,სამსუნგის“ თავჯდომარემ  Lee Kunhee-იმ მედიას განუცხადა, რომ მისი კომპანია არ აპირებს შეშინებას და ასეთ ბინძურ თამაშს, ყოველთვის სათანადო პასუხს გასცემს.

“თქვენ შეგიძლიათ ეს მონეტები მანქანის შესაძენათ, კომპიუტერების საყიდლად, ან უბრალოდ ცხოვრებისთვის გამოიყენოთ. ეს არ არის ჩემი პრობლემა. ჩემზე დაკისრებული ჯარიმა, კანონის გათვალისწინებით გადაგიხადეთ. იმედს ვიტოვებ, 20 მილიარდი მონეტა, თქვენამდე ამ კვირაში მოაღწევს.“ - განაცხადა  სამსუნგის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა