მსახიობი მარინა ხარჩილავა „ახმეტელის თეატრში" მისი დაარსების დღიდან მოღვაწეობს. შესრულებული აქვს ბევრი საინტერესო როლი. იგი მორწმუნე, საინტერესოდ მოსაუბრე ქალბატონია. სახეუნათდება, როდესაც მისთვის ყველაზე სათუთ თემაზე ეკლესიაზე, მოძღვარზე და სულიერ დებზე საუბრობს. იგი ოჯახისთვის საყვარელი დედა და ბებიაა, მისთვის ოჯახი ყველაფერია. უყვარს ლექსი და თავადაც წერს. თუმცა, მოკრძალებით თავს პოეტს კი არა ლექსების წერის მოყვარულს უწოდებს. მის თვალებში შესამჩნევი სევდის მიზეზი ვკითხე - არმიპასუხა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თბილი ღიმილით გაიღიმა...
მარინახა რჩილავა: 1973 წელს დავასრულ ეშოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დრამის მსახიობის სპეციალობით. ცნობილი პედაგოგი სალექსანდრე მიქელაძის კლასი. ასისტენტობას ბატონ საშას რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე უწევდა.
1974-79 წლებში ვმუშაობდი ქალაქ რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად, სადაც დიდი სკოლა გავიარე. პირველად პროფესიულ სცენაზე აქ ავიდგი ფეხი. თეატრს მაშინ ცნობილი რეჟისორი გიგა ლორთიფანიძე ხელმძღვანელობდა, იმ პერიოდმა ჩემს პროფესიულ დაოსტატებაზე დიდი გავლენა იქონია.
1979 წლიდან თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ვიყავი, რომელსაც მოგვიანებით სანდრო ახმეტელის სახელი მიენიჭა და გარკვეულ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ამ თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი გახლავართ.
- მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდით?
- დიახ. ძალიან მიყვარდა ქართული მხატვრული ლიტერატურა და პოეზია. ზეპირად ვიცოდი ნაწყვეტები უკვდავი ვეფხისტყაოსნიდან, ვკითხულობდი ცნობილი ქართველი პოეტების ლექსებს.
- რას იტყვით მსახიობის ცხოვრებაზე?
მსახიობი ერთ კონკრეტულ დროსა და სივრცეში მოღვაწეობს და თუ ვერ მოხერხდა შემოქმედის ნიჭის, გემოვნების,მომხიბვლელობის კონკრეტულ დროსა და სივრცეში მაყურებლის მიერ, რა თქმა უნდა აღიარება, ყველაფერი დაკარგულია. გადამწყვეტია თეატრის პოზიცია და მაყურებლისთვის სპექტაკლით ნათქვამი სათქმელის აქტუალობა.აქტიორის თამაშის ხერხებს მკვეთრი გამომსახველობა, დახვეწილობა, გამჭვირვალობა,თანამედროვე აზროვნება უნდა ახასიათებდეს. მაყურებლისთვის გასაგებად უნდა მოქმედებდეს და მეტყველებდეს,შეეძლოს თავისი განწყობის, მის მიერ განსახიერებული გმირის გრძნობათა ბუნების სხვისთვის გადაცემა. დარბაზში მყოფთა თანამონაწილეებად, თანამოაზრეებად ქცევა. ამ მხრივ გაცილებით მომგებიანია მხატვრის შემოქმედება - თუ თანამედროვეობამ ვერ გაუგო და არაღიარა, სავსებით შესაძლებელია მომდევნო თაობებმა მისი ნახატები შედევრადაც კი აღიარონ, თვითონ კი უდიდეს მხატვრად შერაცხონ, მხოლოდ ნიკოფიროსმანის მაგალითი რად ღირს.
- თეატრალურ წრეებში ცნობილია,რომ თქვენმა თეატრმა თავისი მოღვაწეობა არცთუ ისე სახარბიელო კოდით თეატრის დამაარსებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის თეატრიდან გაძევებით დაიწყო...
- სხვების მაგივრად ვერაფერს ვიტყვი, შევეცდები ჩემი აზრი გულწრფელად ღვთის წინაშე მოგახსენოთ. რეჟისორი თეატრში თავიდანვე ერთპიროვნული მმართველია, მისთვის მინიჭებული განუსაზღვრელი უფლებების მიხედვით, შეუძლია აკეთოს ის, რაც მოესურვება. თუნდაც ერთპიროვნულად დაახარისხოს მსახიობები ნიჭიერებად და უნიჭოებად.თეატრიდან გაუშვას და მიიღოს ესა თუ ის მსახიბი, თავისიპირადი მოსაზრების მიხედვით.ჰყავდეს ამოჩემებული მსახიობთა ერთი ჯგუფი, რომელსაც გააფეტიშებს და მხოლოდ მის გარშემო იღვაწებს და იაზროვნებს.მათ შესახებ არც არავის ჰკითხოს, არც ანგარიშვალდებული იყოს ვინმეს მიმართ. ამ მხრივ მსახიობი აბსოლუტურად უუფლებოა.ვფიქრობ, ბატონმა ლერიმ თავისუფლებამოსილებას, როგორც მას შემდეგ თეატრში მოღვაწე ზოგიერთმა რეჟისორმა,აშკარად გადააჭარბა. ამაში დამნაშავე ის მოუქნელი კანონმდებლობაა, რომელიც რეჟისორებს განუსაზღვრელ უფლებებს ანიჭებს.გაზეთს "კვირის ქრონიკას" ამ თემებზე თებერვლის თვეში ვესაუბრე, თუმცა საგაზეთო სტატიაში ძნელიაჩაატიო სამსაათიანი აღსარება-მონოლოგი. ადამიანს მაშინ უნდა მიანიჭო უფლება, როდესაც იცი, რომ ამ უფლებას სიკეთისთვის გამოიყენებს. ფრთხილად უნდა შექმნა კანონი, სადაც ჩადებული იქნება მექანიზმი, რომელიც რეჟისორების თვითნებობისგან და ტირანიისგან შემოქმედებით დასს დაიცავს. მე მხოლოდ ერთს ვნანობ - არ შევეცადე, ჩავმდგარიყავი დაპირისპირებულ მხარეებს შორის... არაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მოქიშპენი შემერიგებინა. უფრო მეტს გეტყვით - არ მქონდა მკვეთრი პოზიცია, როგორც მსახიობი შინაგანად მსახიობებს თანავუგრძნობდი, მაგრამ სიტყვიერად ვითომ ბატონ ლერის ვიცავდი. ერთ რამეს მივხვდი, ცალსახად დამნაშავე ვარ... მე ახლა შემოქმედებითი გზის დასასრულს, მოვიპოვე შინაგანი თავისუფლება - სიმართლის თქმის ძალა. ხოლო ჩვენს მსახიობებს ეს ძალა მაშინ უკვე ჰქონდათ. ყველა ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვატარებთ და პასუხსაც ვაგებთ უფლის წინაშე... მე ისვიცი, რომ ჩემი უნიათობით, მცონარობით ადამიანი გავწირე.
- თეატრში მოღვაწეობის მანძილზე რომელ რეჟისორთან მუშობადა გამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
- ჩემი მოღვაწეობის მანძილზე, ბევრ ნიჭიერ, საინტერესო რეჟიოსთან მომიხდა მუშაობა. ყოველი მათგანი განუმეორებელი ხელწერით და სპექტაკლის დადგმის თავისებური მანერით დამამახსოვრდა. ზოგიერთი მათგანის ტირანიისადმი და დესპოტიზმისადმი მიდრეკილების მიუხედავად (ეს თვისება მათი პროფესიის ამპარტავნულ ბუნებას მივაწეროთ) ჩემზე დახარჯული ყოველიწამის თვის მათი მაინც მადლობელი ვარ. არ მინდა ვინმე გამოვყო, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს და თავის გზაზე გაამარჯვებინოს. ღმერთს ვთხოვ მომცეს ძალა, რომ ყველა შეურაცხყოფისთვის, დამცირებისთვის, უსამართლობისთვის ღვთის წინაშე ვუშუამდგომლო და ლოცვით შევუნდო. მართმადიდებლურ სარწმუნოებაში არსებობს მხილების სამი წესი: პირისპირ, ვინმეს თანდასწრებით და საჯაროდ. უფლის ნებით სამივე ხერხი გამოვიყენე. დღეს ყველასთვის ყველაფერი შემინდვია. ღმერთმა შეგინდოთ.
- ქალბატონო მარინა, საყვარელი როლები თუ გაქვთ?
- ყველა როლი მიყვარს, განსაკუთრებით გამოვყოფდი ოთარ ჩხეიძის „ერთი მერცხლის ჭიკჭიკში" შესრულებულ მაგულის. დამდგმელი რეჟისორია ლექსანდრე ქანთარია. კონჩეტა მელლე „ქვრივთა ნუგეშისმცელემში" რეჟისორია ლექსანდრე ქანთარია. ჯაბა იოსელიანის „შავი კატა" - ბებოს როლი. ბატონ ნუკრი ქანთარიასთან მუშაობა მსახიობისთვის დიდი ბედნიერებაა. ვეჭვობ, პარლამენტში უკეთ იცოდნენ მისი ფასი, ვიდრე ჩვენ, მსახიობებმა ვიცით. სიამოვნებით ვიხსენე ჩემს მუშაობას ბატონ ცოტნე ნაკაშიძესთან ლიტერატულ-დრამატულ კომპოზიციაზე - „დუმილირეკავს". დიდი სითბოთი და სიყვარულით ვიხსენებ რეჟისორ ქალბატონებს ქეთევან ხარჩილაძეს, ლია მირცხულავას და სხვ.
- თქვენი ბოლო ნამუშევარი...
- ბოლო როლი გახლავთ ცნობილი მსახიობის, რეჟისორის, პოეტის დადრამატურგის, ქალბატონ ლალი კეკელიძის ბრწყინვალე პიესაში - „იქ, სადაც ჩემი სახლია". ლალი კეკელიძემ ამ ქვეყნიდან დიდი გულისტკივილი წაიღო, არ მისცეს საშუალება, რომ ეთამაშა და სპექტაკლი დაედგა. ყველანაირად დაბლოკეს. სპექტაკლში „იქ, სადაც ჩემი სახლია", დედის როლს ვასრულებდი, ჩემს ნამუშევარში ნახევარი ლალის ეკუთვნის ნახევარი კი - მე. თუ რეჟისორმა არ იცის რა უნდა, ძნელია იქიდან რამე გამოვიდეს. ნათელში იყოს მისი სული და თავს ვხრი მისი ხსოვნის წინაშე, მიყვარს და ყოველთვის მეყვარება.
- ვიცი, რომ ლექსებსაც წერთ...
- ლექსებს ოჯახის შექმნამდე ვწერდი. შემდეგ კი რეალობა ძალზედ ცხადი გახდა... ლექსი და პოეზია მაინც ხელშეუხებელი, ამაღლებული მდგომარეობაა, რეალობამ კი მიწაზე ისე ჩამომსვა, რომ მას შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ლექსი მაქვს დაწერილი. თუმცა, ძველი ლექსები იმდენად ბევრია, რომ მათ გამოცემაზეც ვფიქრობ. ახლაც მიცდია დაწერია, თუმცა, უფრო ხშირად, როდესაც ლექსს ვწერ, საოცარი რაღაც ხდება - თითქოს მიწიდან ვიწევი და ვიწმინდები, ამ დროს იბადება ლექსი. იგი ნაწვალები არ უნდა იყოს. მინდოდადა მეწერა თემებზე, რომლებმაც შემძრა, ცდები მქონდა, ზოგი კარგად დაგვირგვინდა, ზოგი - არა. ახლა დროც არ მაქვს, რომ დავჯდე და დავწერო. ეს ზემოდან მოდის, დაყველაფერი ღვთის ნებაა. ეს ტალანტი ღმერთმა იმისთვის მომცა, რომ ის ტანჯვა და ცუდი სიტუაციები, რაც ცხოვრებაში შემხვდა, განეიტრალებულიყო. ერთი ოცნება მაქვს - არ მინდა ამქვეყნიდან ისე წავიდე, რომ ჩემი ლექსების კრებულს არ შევეხო, არ მქონდეს პრეზენტაცია და საავტორო კონცერტი.
- ფილმში თუ გითამაშიათ?
- ძალიან ბევრ რეკლამაში ვარ გადაღებული. მხოლოდ მაგთის ოთხ რგოლში მაქვს მონაწილეობა მიღებული. როდესაც ჩემი რეკლამები გადიოდა მთელი თბილისი მცნობდა. ძალიან მინდა ფილმში თამაში, სადაც საინტერესო როლი მექნება. რადგან არტისტი მაინც პოპულარული უნდა იყოს და ეს პოპულარობა დღესღესობით ტელევიზია სმოაქვს. ერთადერ თფილმში - ნანა ჯორჯაძის, „1001-ე რეცეპტი შეყვარებული კულინარისთვის" ვარ გადაღებული, რომელშიც პიერ რიშარი მონაწილეობს. თემურ ბაბლუანთან სინჯებზე ვერ მივედი, ვერც ელდარ შენგელაიასთან მოვახერხე მისვლა, ერთხელ მცხეთაში იყო გადაღება იქაც ვერ წავედი... მიზეზი - ოჯახი მყავდა და მათ უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი. ჩემი ოჯახი ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა და ასე იქნება მუდამ.
- თქვენი ოჯახის შესახებ გვიამბეთ...
- მეუღლე ცნობილი ფერმწერი, მსოფლიო მხატვართა კავშირის წევრია. მყავს ქალ-ვაჟი - ბექა და ნინო ბაშინურიძეები. დიდება უფალს, რომ ისინი ჩემს ნუგეშად, სიბერის მალამოდ, ჩემი სიცოცხლის გვირგვინად მესახებიან. მოვლას, ყურადღებას, სითბოს არ მაკლებენ. ცოტა ხნის წინათ ნანატრი შვილიშვილი შემეძინა, პატარა მარიამი - ბებოს ნუგეში და მომავალია.
- რას ვერ ეგუებით ცხოვრებაში?
- ბევრ რამეს, განსაკუთრებით ღალატს, დაუნახაობას, თვალთმაქცობას, ცხოვრებაში თამაშს და კიდევ, დაუნახაობა რომ არ დამწამონ. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მთელი ჩემი სოცოცხლის მანძილზე სიტყვა შემაწია, მხარში დამიდგა, დაბრკოლებული განმმართა, მწყურვალს ჭიქა წყალი დროულად შემაგება. მადლობა მაყურებელს, მეგობრებს, მეზობლებს. მადლობა თეატრის მმართველს ბატონ თამაზ გოლაძეს, რომელმაც თეატრი თეატრს დაამსგავსა, არც შესვლის გეშინია, არც სტუმრების მიღების.
- იგრძნობა, რომ სარწმუნოებას თქვენს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება...
- სწორად შენიშნეთ, ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს უფალი ჩვენი. ადამიანის მოდგმის უმადურობით გაოცებული და მაინც ყოველი მომნანიებლის მიმტევებელი, სიყვარულით მიმღები დათავად სიყვარული. ქვეყანა, ხალხი, ენა ჩემი, რჯული და სარწმუნოება, ოჯახი შვილი მეგობრები, ნათესავები. ვცდილობ მტერიც მიყვარდეს, თუმცა მიჭირს, ძალიან მიჭირს. შვებას და იმედს წმინდა ნინოს ტაძარში სიარული, ჩემ სულიერ დებთან ურთიერთობა მანიჭებს. ტაძრის წინამძღვარი ჩემი მოძღვარი მამა მიქაელ ქადაგიშვილია. იგი მუდმივად სიყვარულზე, სინანულზე, შეწყალებ-მაოწყალებაზე ქადაგებს და თავადაც მოსიარულე სიყვარულია.
- რას უსურვებდით ჩვენი ჟურნალის მკითხველს?
- კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. გისურვებთ ინტელექტუალურ, ერთგულ მკითხველს,რომელმაც იცის მართალი სიტყვის ფასი და ძალა. მიუსაფართა, ობოლთა, ღარიბთა ქომაგობა შეგძლებოდეთ.