შემოგვიერთდით facebook-ზე
ციხიდან გამოსული მანიაკი ინგა გრიგოლიას ემუქრება
19-05-2018, 23:42  /  ნახვა: 2521

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ იძულებულია ხვალიდან შეიარაღებულმა იაროს, რადგან მას, უკვე ხუთი წელია უცნობი მანიაკი ემუქრება, პოლიცია კი მის დაკავებას ვერ ახერხებს. როგორც წერილიდან ირკვევა, პირი, რომელიც ტელეწამყვანს ემუქრება, ადრე ყაჩაღობის გამო იხდიდა სასჯელს, რომელიც შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს. ჩვენ უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ წერილს, განსჯა კი საზოგადოებისთვის მოგვინდია.

,,ძალიან ვრცელი პოსტის დაწერა მიწევს, პრინციპში, პოსტიცარაა, ვრცელი წერილია... უკვე თითქმის ხუთი წელია, წელიწადში რამდენჯერმე ვაპირებ დავწერო, მაგრამ მერე ვშლიხოლმე. ეხლა უბრალოდ ,გამოსავალ სვეღარ ვხედავ.... გადავწყვიტე, ხვალიდან შეიარაღებულმა ვიარო. აი ასე, მარტივად ვაცხადებ-ხვალიდან სახლიდან გავალ მხოლოდ შეიარაღებული,მხოლოდ იმიტომ რომ ვცხოვრობ ქვეყანაში,სადაც ქალების (მითუფრო ,მარტოხელა ქალების) უფლებებს სახელმწიფო დიდად ვერ იცავს, რადგან ბევრი წელია ვითხოვ დახმარებას და არაფერი გამომდის.... სულ ვაშუქე ბსხვებზე ძალადობის თემას- მოკლული ქალების, ნაცემი ქალების, ზეწოლის და ტერორის ქვეშ მყოფი ქალების თემას და ჩემი რეაქცია ამდროს ყველაზე მძაფრია ხოლმე.... მე არ მინდა მომკლან!!!! მე არ მინდა ვიცხოვრო ძალადობის ქვეშ! მე არ მინდა, ჩემზე ძალადობა გახდეს ჩემი მეგობრების გადაცემების და რეპორტაჟების თემა. საერთოდ არ მინდა სიკვდილი და არც ვაპირებ ჯერ!!!!! მაგრამ მე არ ვიცი, სახლიდან რომ გავალ, რა შეიძლება დამემართოს. რამდენიმე წელია, ვცხოვრობ სრულ საგიჟეთში და რამდენიმე წელია, თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია, რომელსაც მანიაკი დასდევს და როდის წაახრჩობს, არ იცის... ახლა მოგიყვებით ამბავს, რომელზეც გთხოვთ, არ გაგეცინოთ, რადგან სასაცილო არაა, საშიში ამბავია. თავიდან მეც მეცინებოდა, ჩემს მეგობრებსაც ეცინებოდათ.... დღეს უკვე აღარ მეცინება... მოკლედ საქმე რაშია -ბევრი წლის წინ,თუ არ ვცდები, 2011 იყო, ჩემს ტელეფონზე დაიწყო უცნაური ზარები. ვიღაც კაცი რეკავდა და მეუბნებოდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო (მარიამისმამაგარდაცვლილია). ძაან რომ შემაწუხა, გავარკვიე, ციხიდან ირეკებოდა და აღარ ვპასუხობდი ციხის ნომრებს. ერთ დღეს, უკვე 2013 წელი იყო, როცა საყოველთაო ამინისტია გამოცხადდა, უცხო ნომერი რეკავს და მეუბნება, რომ მე ვარ, შენი შვილის მამა, შენს სახლთან ვდგევარ და ჩამოდიო. მოკლედ, 2013-ში გამოვიდა ციხიდან... შოკში ჩავვარდი, რადგან აღარ ჩერდებოდა ზარები დღეები, თვეები.. ვიღაც ავადმყოფი ტიპი რეკავდა გაუჩერებლად და ითხოვდა ჩემგან დამებრუნებინა მისი ქონება, რაღაც ფული და მენახებინა მისი შვილი, სახელად თამარი (ჩემსშვილს, მოგეხსენებათ, მარიამი ჰქვია)... იძულებული გავხდი, განცხადება დამეწერა პოლიციაში, რდგან რაღაც გაუგებარ ქონებას და ფულს მთხოვდა და იმუქრებოდა. ითხოვდა არარსებულ შვილთან შეხვედრას... ვიარე პოლიციაში, დაიწყო გამოძიება, გამომძიებლები მშვიდად მიხსნიდნენ , რომ ტიპი ამტკიცებდა, თითქოს ჩემი ქმარი იყო, რომელსაც ქონება წავართვი.. ყველაზე გულისამრევი ის იყო, რომ როცა ამ ტიპის ჩენებას მიკითხავდნენ, თან ისე იღრიჭებოდნენ, თითქოს ძაან გასართობი ამბავი ხდებოდა. !!!!!! დღემდე გრძელდება ეს ამბავი, დღემდე ვცხოვრობ წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. უბედურება ისაა, რომ ტიპმა იცის ჩემი სახლი, ჩემი მშობლების სახლი, მარიამიც კი შეხვდა ერთხელ კართან.. მიადგა მამაჩემს და ეუბნება, ინგას ქმარი ვარო და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მამაჩემმა კინაღამ მოკლა.... არ მთავრდება ეს ჰიჩკოკობა. პერიოდულობით ვთხოვდი პოლიციას დაცვას , აქამდე მეუბნებოდნენ, რომ კანონი არ აძლევდათ დაჭერის საშუალებას, რადგან პირდაპირი მუქარა, რომ რამეს მიზამს (მაგალითად მომკლავს), არიყო.. ალბათ ქალი აუცილებლად უნდა მოკვდეს, რომ მოძალადე დაიჭირონ.... ამ დღეებში უკვე ახალი წერილი და მუქარა მივიღე, რომელიც ტელევიზიაში დატოვა ამ ტიპმა (კადრებშიცაა დაფიქსირებული, როგორ აძლევს წერილს ჩემს თანამშრომელს), სადაც წერს რომ 20  მაისამდე თუ არ დავუბრუნებ რაღაც ქონებას , სახლის კარს შემომიმტვრევს....  არასოდეს მეგონა, რომ მსგავსი პოსტის დაწერა მომიწევდა, მაგრამ სხვა გზას ვეღარ ვხედავ. ხო, დამავიწყდა, ესტიპი, რომელიც ამნისტიით გამოვიდა ( მეასევიცი), როგორც ვიცი, ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს.. თავიდან მეგონა, რომფსიქიური პრობლემები ჰქონდა, თანდათან დავრწმუნდი, რომ ან მოგზავნილია, ან ჩვეულებრივი მანიაკი! ესდღეებია, არ ვარ საქართველოში. წამოსვლამდე საქმის კურსში ჩავაყენე ახალი შს მინისტრის პრეს-ცენტრი (იმედი მაქვს, ამჯერად მაინც დამიცავენ). ჩამოვალ თუ არა , პირდაპირ ვაპირებ წავიდე პოლიციაში, რადგან ხვალისთვის დამიანონსა ამ მანიაკმა სახლის კარის შემომტვრევა.... არ ვიცი, ამჯერად რითი დასრულდება ჩემი მიმართვა პოლიციის მიმართ ,თუმცა კი ვიმედოვებ, ამიტომ, როგორც ზევით დავწერე, ხვალიდან შეიარაღებული ვივლი...

პ.ს- მიზანმიმართულად არ მივეცი უფლება არც ერთ ჩემს მეგობარს და ოჯახის წევრ მამაკაცს, რომ ქართულად ,,მომეყომარებინა,, ეს საქმე და ვინმეს გაეხია ცემაში. არ მინდოდა ჩემს გამო, ვინმე ჩემიანი დამეზარალებინა.. მინდა დამიცვას სახელმწიფომ! არმინდა, ვინმემ სადარბაზოში მომახრჩოს! ხოდა, გადავწყვიტე, ხმამაღლა მომეყოლა ეს ყველაფერი. მადლობა, ვისაც ნერვი გეყოთ და წაიკითხეთ!!!! დავამატებ-საქმეც იყო აღძრული, მაგრამ მაშინ ჯერ ადევნებაზე კანონი არ იყო და რახან არ იყო ეს კანონი, დამტოვეს მარტო ჩემს პრობლემასთან და საფრთხესთან პირისპირ."

ლელა მანველიძე (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა