შემოგვიერთდით facebook-ზე
დედა ანას დიაგნოზმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინა
17-09-2017, 15:10  /  ნახვა: 17420

საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალი, პერიოდულად აქვეყნებს წერილებს დედა ანას ლოცვით მომხდარ სასწაულებზე. ახლაც იმ ერთ-ერთ შემთხვევაზე გვინდა მოგიყვეთ, რომელიც ახლახანს მოხდა. დედა ანა, უკვე ორი ათეული წელია, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით, წყნეთში, დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს. მასთან დასალოცად ყოველდღიურად ასობით გაჭირვებული ადამიანი მიდის. ისინი საათობით რიგში დგანან და რწმენით ელიან მასთან შეხვედრას. მისი ლოცვა-კურთხევით, უამრავი ადამიანი განიკურნა და შვება ჰპოვა.
ნანული გაიმარჯვაშვილი: 2017 წლის 11 აგვისტოს, დილის შვიდის თხუთმეტ წუთზე, ჩემი შვილი, იროდიონ ჩოკოშვილი კახეთის გზადკეცილზე ავარიაში მოყვა. ,,ტოიოტას" ჯიპი ,,კამაზს" შეეჯახა. მანქანაში, მხოლოდ ჩემი შვილი იჯდა. კატასტროფის ბრიგადამ ის ,,გოჩა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში" გადაიყვანა. მდგომარეობა ძალზე მძიმე იყო. ექიმებმა გვითხრეს, რომ პაციენტი მძიმე კომატოზურ მდგომარეობაშია და მისი გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობსო. ყველანაირი იმედი გადაგვიწურეს, უკვე აღარ მეგონა, რომ ჩემი შვილი სიკვდილს გადაურჩებოდა. დედა ანას დიაგნოზმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინა
ასეთ, უიმედო მდგომარეობაში, მთელი ოჯახი დედა ანასთან წავედით. მან გვითხრა, რომ მდგომარეობა ძალზედ მძიმეა, მაგრამ უფალი მოწყალეა, ვილოცოთო. თან გვირჩია, აუცილებლად გულის ოპერაცია ჩაუტარდესო. ყოველ დილით მივდიოდით დედა ანასთან, საიდანაც ნაკურთხი წყალი და თავსაფარი მოგვქონდა, რომელსაც თავთან ვუდებდით, წყალს კი ვასხურებდით.
მეშვიდე დღეს მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ჩვენ არ ვწყვეტდით დედა ანასთან სიარულს. ის დაჟინებით გვთხოვდა ოპერაცია გაგვეკეთებინა, პაციენტი, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება უკეთესადო. თუმცა, ამაზე ექიმები თავს იკავებდნენ, ფიქრობდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა. ოცდამეხუთე დღეს, ჩემს შვილს განმეორებით ჩაუტარეს კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც უკვე აღმოჩნდა, რომ სასწრაფოდ გულის ოპერაცია იყო გასაკეთებელი. გერმანელი პროფესორის და ქართველი ექიმების დახმარებით ოპერაცია ჩატარდა, რის შემდეგაც ჩემი შვილი უკეთესად გახდა.დედა ანას დიაგნოზმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინა ჩვენ დედა ანასთან სიარულს კვლავ განვაგრძობდით. ოცდამეცხრე დღეს ჩემი შვილი გონს მოვიდა, მან გაღვიძებისთანავე შეძლო ჩვენთან საუბარი. ეს ნამდვილი სასწაული იყო. უფალმა მას სიცოცხლე მეორედ აჩუქა! მადლობა და დიდხანს სიცოცხლე დედა ანას ამ სასწაულისთვის!
ლელა მანველიძე (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა