შემოგვიერთდით facebook-ზე
ექიმი, რომელიც განსხვავებული მეთოდით ხერხემლის დაავადებებს კურნავს!
7-11-2016, 12:38  /  ნახვა: 42414

დღეს უამრავი ადამიანი განიცდის, ხერხემლის დაავადებებით გამოწვეულ ტკივილს, რომელთა განკურნება არც ისე ადვილია. ამ დაავადებებს თან ახლავს დისკომფორტი, მწვავე ტკივილი, დამოუკიდებლად გადაადგილების პრობლემა... აღნიშნული დაავადების სამკურნალოდ პაციენტები ხშირად ტრადიციული მედიცინის გარდა, სახალხო მკურნალებსაც მიმართავენ, რაც ხშირად უშედეგოდ მთავრდება. ახალგაზრდა ექიმი გიორგი თვალიშვილი, საკუთარი მეთოდებით ებრძვის ხერხემლის დაავადებებს, როგორიცაა სქოლიოზი,ოსტეოხონდროზი და დისკოპატია (დისკოზი). 
გიორგი თვალიშვილი: სამედიცინო სფერო ბავშვობიდან მაინტერესებდა და ექიმობაზე ვოცნებობდი. სხვადასხვა კლინიკაში ვმუშაობდი, მათგან ბოლოს ,,ლეჩკომბინატში" და ,,ენმედცში". 
- აგვიხსენით, რას ნიშნავს მანუალური თერაპია?ექიმი, რომელიც განსხვავებული მეთოდით ხერხემლის დაავადებებს კურნავს!
- მანუალური თერაპია სიტყვა-სიტყვით ხელით მკურნალობას ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ამ დაავადებებს, მხოლოდ ხელით არ ვმკურნალობთ. აუცილებელია მედიკამენტოზური მკურნალობა, ასევე ფიზიო-თერაპია, სამკურნალო მასაჟი, მანუალური თერაპია და საჭიროების შემთხვევაში ვაკეთებთ ხერხემლის მშრალ დაჭიმვებს. 
- დაავადებები, რომლებიც ხერხემლისგანაა გამოწვეული? 
- ძალიან გავრცელებულია დისკოპატია ანუ დისკოზი. 
- რა საფრთხეს წრმოადგენს ეს დაავადება და სიცოსხლისათვის საშიშია თუ არა? 
- ეს დაავადება სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ხერხემალი არის ადამიანისთვის საყრდენ-მამოძრავებელი აპრატი და ხერხემლის ყველა დაავადება მოძრაობის შეზღუდვას, გაუსაძლის ტკივილებს იწვევეს, რადგან ხერხემლიდან გამომდინარე ნერვული წნულები და ტოტები ზიანდება. ასევე იწვევს პარეზებს, უმოძრაობასა და იმ უბნების ატროფიას, რომელი წნულის ნერვიც დაზიანებულია. ხშირად ადამიანები, მხოლოდ მედიკამენტურ მკურნალობას მიმართავენ, რის შემდგომ საოპერაციოები ხდებიან. წამალი ტკივილებს დროებით აყუჩებს, ბოლოს კი აუცილებელი ხდება ოპერაციის გაკეთება, რაც 80 % -ში გამართლებული არ არის, რადგან ხერხემლის თიაქარი ჩნდება შემდეგ ან იგივე მალაზე. ხერხემლის სტრუქტურა დარღვეულია. პარავერდებრალური კუნთები, რომლებიც ხერხემალს იცავს ზეწოლისგან ხშირად ატროფირებული და ფუნქცია დაკარგულია, ამის შედეგად შემდეგ ან იგივე მალაზე თიაქარი ჩნდება. 
- თქვენ რა მეთოდებით მკურბნალობთ ამ დაავადებებს? 
- სამკურნალო მასაჟს, მანუალური თერაპიას, ფიზიო თერაპიას და საჭიროების შემთხვევაში მადიკამენტურ თერაპიასაც ვიყენებთ. მკურნალობისას მშრალ დაჭიმვებსაც ვრთავთ, რადგან მხოლოდ კომპლექსური მკურნალობა გვაძლევს შედეგს. თუმცა ამ ყველაფერთან ჩემი განსხვავებული მეთოდებიც მაქვს, რისი საჯაროდ გამხელაც არ მსურს. 
- რა სირთულის პაციენტები გაკითხავენ? 
- ხშირად ჩვენთნ მოდიან ქვედა კიდურებით პარალიზებული ადამიანები, რომლებსაც მედიკამენტებით მკურნალობამ მძიმე შედეგები მისცათ, რადგან თიაქარის განვითარებამ ნერვის კომპრესია გამოიწვია... 
თამარ კიკნაძე (განკურნებული პაციენტი): მქონდა დისკოზი ანუ ხერხემლის თიაქარი, სად არ ვიმკურნალე, თუმცა უშედეგოდ, ბოლოს გიორგი ექიმთნ მისვლა მირჩიეს, ათი პროცედურის შემდეგ, რა დროსაც ფიზიოთერაპია, მშრალი დაჭიმვები, მედიკამენტური მკურნალობა, სამკურნალო მასაჟი და მანუალური თერაპია ჩამიტარა, პარალელურად ვიყენებდი წელის კორსეტს. ამ ყველა პროცედურის შედეგად სრულიად განვიკურნე. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგის, მან საშინელი ტანჯვა შემიმსუბუქა და დამიბრუნა სიცოცხლის ხალისი.
პაციენტებს, ვისაც სურვილი გაუჩნდებათ ექიმ გიორგი თვალიშვილს დაუკავშირდნენ

საკონტაქტო ტელეფონია: 558 243 616

 

თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა