შემოგვიერთდით facebook-ზე
რას ჰყვება მრევლი, რომლის მეუღლეს სასიკვდილო ჯადო დედა ანას ლოცვამ მოუხსნა
4-06-2016, 21:31  /  ნახვა: 141529

წყნეთში, დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში მოღვაწე დედა ანას შესახებ, უკვე მთელმა საქართველომ იცის. მისი ლოცვის ძალით უამრავი სასწაული ხდება. ადამიანები, რომელთა სიცოცხლეც კრიტიკულია და ექიმები იმედს ვერ იძლევიან, დედა ანას ლოცვით იკურნებიან. მასთან სხვადასხვა პრობლემებით ყოველდღე ასობით ადამიანი მიდის. დედა ანა დილიდან დაღამებამდე ყველას სანუგეშოდ ლოცულობს და მათგან, მხოლოდ უფლის დიდებას და რწმენაში გაძლიერებას ითხოვს.
ივანე კალომლეწავი: ჩემს მეუღლეს, რომელიც სრულიად ჯანმრთელია სპაზმები დაეწყო, ვერაფერს ყლაპავდა, მხოლოდ წყალს სვავდა. ოთხი დღის განმავლობაში წონაში 5 კილო დაიკლო. ექიმმა უამრავი წამალი დაუნიშნა, მათ შორის ფსიქოტროპული, მაგრამ მდგომარეობა რას ჰყვება მრევლი, რომლის მეუღლეს სასიკვდილო ჯადო დედა ანას ლოცვამ მოუხსნაყოველდღე უარესდებოდა. როცა მივხვდი საშველი არსაიდან იყო დედა ანასთან წავიყვანე. მან გვითხრა, რომ ისეთი ძლიერი ჯადო აქვს გაკეთებული, შეიძლება მდგომარეობა ონკოლოგიურ შედეგამდე მივიდესო. უფლის ნებით და დედა ანას ლოცვით, რამდენიმე დღეში ჩვეულ, მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნდა. მადლობა დედა ანას ამისთვის, თორემ შეიძლებოდა დღეს ჩემს შვილებს დედა აღარ ჰყოლოდათ.
ნათია ალავერდაშვილი: ჩემს შვილს, 11 წლის გიორგის ოთხ თვეზე მეტ ხანს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, რომელიც 38,5–დან 39,8–მდე მერყეობდა. ყველა გამოკვლევა ჩავუტარეთ (ანალიზები, რენდგენი, ექოსკოპია), სიცხის მიზეზი კი მაინც ვერ დაუდგინეთ. სასოწარკვეთილს, ბავშვი ერთი კლინიკიდან მეორეში დამყავდა, მაგრამ უშედეგოდ. ვერც დანიშნულმა ძლიერმა ანტიბიოტიკებმა დაუწია სიცხე. ბავშვს მთელი სასწავლო სემესტრი გაუცდა. პედაგოგი ვარ და ბავშვის ავადმყოფობასთან ერთად სკოლის გაცდენაც მანერვიულებდა, მაგრამ გამოსავალს ვერ ვპოულობდი.რას ჰყვება მრევლი, რომლის მეუღლეს სასიკვდილო ჯადო დედა ანას ლოცვამ მოუხსნა ახლობელმა დედა ანას შესახებ მიამბო და მირჩია ბავშვი მასთან მიმეყვანა. მახსოვს, პირველად რომ მივედით, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ტირილით მოვუყევი ჩემი შვილის შესახებ. მან ბავშვს თავზე ხის ჯვარი დაადო და ლოცვა წარმოსთქვა. კელიიდან გამოსვლისას კი მითხრა, ხშირად იარეთ, ილოცეთ, გწამდეთ და ნუ შეგეშინდებათო. ამაზე უფრო საიმედო რა შეიძლებოდა მომესმინა?! იმ დღეს მეგონა ხელახლა დავიბადე, თითქოს დავფრინავდი. დედა ანასთან სამჯერ მისვლის შემდეგ ბავშვს სიცხე აღარ ჰქონია. დედა ანა 21–ე საუკუნის ხილული სასწაულია. მადლობა უფალს, რომ შემწედ და იმედად მოგვივლინა. დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ. მჯერა, რომ ის კიდევ ბევრი ბავშვის გამოაჯანმრთელებს. მისი ლოცვის ძალით, კიდევ ბევრი ადამიანი დაიბრუნებს ჯანმრთელობას, ხოლო ჩემნაირ იმედ დაკარგულ დედებს რწმენას და შვილის თვალებში სიხარულს დაანახებს.
მაია ჯაჭვაძე: 2016 წლის 1 იანვარს, ახალი წლის დღეს, ჩემს მეუღლეს დავით წიკლაურს საშინელი ავარია შეემთხვა. დათო კომატოზურ მდგომარეობაში პირველ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიყვანეთ. ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა და მისი გადარჩენა, მხოლოდ ღმერთს შეუძლიაო. ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ წყნეთში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში იყო დედა ანა, რომლის ლოცვებსაც სასწაულების მოხდენა შეეძლო. დაუყოვნებლივ მივაშურეთ მასთან. დედა ანამ გულისყურით მოგვისმინა და გვითხრა, თუ რწმენით ვივლიდით მის ლოცვებზე, უფალი გადმოგვხედავდა და დათო კარგად იქნებოდა. მან მისვლისთანავე გვითხრა, თუ როგორ მოუხდა მას ავარია და რა დაზიანებები ჰქონდა, თავი დარტყმული აქვს და მარცხენა ფილტვი დაჟეჟილიო. ორი ლოცვის შემდეგ დედა ანამ გვითხრა, რომ დათო გადარჩებოდა და კარგად იქნებოდა. საოცარი ის იყო, რომ დილით ადრე მისულებს დედა ანა გვეტყოდა, თუ რა წინსვლა ექნებოდა დათოს ავადმყოფობას, საავადმყოფოში მისულებს კი ზუსტად ის სურათი გვხვდებოდა. ერთ თვეში დათომ საავადმყოფო დატოვა. ექიმები გაკვირვებულნი იყვნენ, ისე სწრაფად გამოჯანმრთელდა. როცა ეს ყველაფერი ჩემს მეუღლეს მოვუყევი, ერთი სული ჰქონდა ფეხზე მალე დამდგარიყო და თავისი ფეხით მისულიყო დედა ანასთან. ასეც მოხდა. დარწმუნებული ვარ ის ხშირად ივლის მასთან. დათო უფალმა და დედა ანას ლოცვამ გადაარჩინა. მადლობა დედა ანას ! უფალმა დალოცოს და მისცეს ძალა, რათა კიდევ მრავალ გაჭირვებულს უშველოს! რას ჰყვება მრევლი, რომლის მეუღლეს სასიკვდილო ჯადო დედა ანას ლოცვამ მოუხსნა
ტასო კულუმბეგაშვილი: დედა ანას უფლისგან ბოძებულ უნარზე მეგობრისგან შევიტყვე. გადავწყვიტე ჩემი ყოფითი პრობლემების და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის გამო წავსულიყავი მასთან, რათა ჩემი თვალით მენახა მისი ლოცვით მომხდარი სასწალები. დილის 6 საათიდან წყნეთის ასასვლელ გზაზე, მაღლობზე მდებარე ტაძრისკენ ხალხის ნაკადი არ წყდება. უამრავი ხალხი მოდის დედაოსთან და უკან იმედიანად ბრუნდებიან. დედა ანა ხალხს უანგაროდ ემსახურება. მისმა ლოცვებმა ბევრი ადამიანი გაჭირვებისგან იხსნა და ათასობით ადამიანი განკურნა. მასთან შესვლისას ვღელავდი, როდესავ შევხედე საოცარი სითბო და სიყვარული ვიგრძენი მისგან. ევროპაში წასული ჩემი ოჯახის წევრების პრობლემების შესახებ (უბინაობა, უმუშევრობა, დეპრესია და ჯანმრთელობის პრობლემები) მოვუყევი. მომისმინა, მომეფერა და დამაიმედა, ერთობლივი ლოცვების შედეგად ყველაფერი თანდათანობით თავის ადგილზე დალაგდებაო. მართლაც, შვილიშვილს რამდენიმე ლოცვის შემდეგ კუჭ–ნაწლავის პრობლემა მოუწესრიგდა, თუმცა ევროპაში ექიმებთან, არაერთხელ იმკურნალა, მაგრამ შედეგი არ ჰქონდა. დედა ანა იმედს მაძლევს, რომ მალე ბინის და სამსახურის პრობლემაც მოგვარდება, შვილიშვილს კი სწავლის საკითხიც მოუგვარდება. დავრწმუნდი, რომ ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა ყველანაირ ბოროტებას სძლევს, როდესაც დედა ანასგან სახლში ვბრუნდები დაიმედებული, ბედნიერი და ფრთებშესხმული ვარ. უფლის წყალობა, ჯანმრთელობა და სიხარული არ მოკლებოდეს დედა ანას! რას ჰყვება მრევლი, რომლის მეუღლეს სასიკვდილო ჯადო დედა ანას ლოცვამ მოუხსნა
ეკატერინე მელიქიძე: 2016 წლის 12 თებერვალს ჩემი რვა თვის შვილი დავითი რეანიმაციაში სისხლისგან იცლებოდა, მისი შეჩერების გზა არ არსებობდა, განწირულნი ვიყავით. ექიმები იმედს ვერ გვაძლევდნენ. ჩემი შველა, მხოლოდ დედა ანას შეეძლო. ვიცოდი დავით აღმაშენებლის ეკლესიაში მოღვაწე დედა ანა უამრავ სასწაულს ახდენდა. ტირილით, რწმენით, იმედით მისული სასწაულს ველოდი. იქ უამრავი ადამიანი დამხვდა. ხელში ჩემი პატარა დავითის სურათი მეჭირა და ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ხალხმა ურიგოდ შემიშვა. მას ჩემს გაჭირვებაზე მოვუყევი, მანუგეშა, ღმერთს შევთხოვ ეგ ცრემლები სიხარულის ცრემლებით შეგიცვალოს და შენი დავითი გადაგირჩინოსო. მას შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ყოველდღე დავდიოდით მასთან რწმენის და უფლის იმედით. დავითს სისხლდენა შეუწყდა. გადავრჩით! ეს ყოველივე კი უფლის და დედა ანას ლოცვით მომხდარი სასწაულია. უპირველესად, რასაც გავაკეთებ, დავითს საავადმოყოფოდან გამოყვანისთანავე დედა ანასთან წავიყვან. მან ჩვენი ოჯახი უბედურებისგან იხსნა, შვილი მაჩუქა და გადამირჩინა. ყველამ უნდა ნახოს და ირწმუნოს მისი ხილული სასწაული. მადლობა უფალს, რომ დედა ანა ღმერთმა გამოგვიგზავნა. დიდხანს გვიმყოფოს და გვიცოცხლოს! სიტყვებით ვერ გადმოიცემა, ის უდიდესი გრძნობა, რასაც ვგრძნობ და განვიცდი ამ მადლმოსილი, უსპეტაკესი პიროვნების მიმართ.

ლელა მანველიძე (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა