ახალგაზრდა პოეტი ირაკლი ჭინჭარაული, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. ირაკლი ავტოავარიაში 9 ნოემბერს მოყვა, რის შედეგადაც ქალა–ტვინის ურთულესი დაზიანება მიიღო და 6 თვის განმავლობაში მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
პოეტი ირაკლი ჭინჭარაული, თბილისში, 1991 წლის 28 აპრილს დაიბადა, 5 წლის იყო, როცა ოჯახი შატილში დასახლდა. სკოლაც იქ დაამთავრა და შემდეგ თბილისში ილიას უნივერსიტეტში მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩააბარა. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ტურისტული კომპანია ,,შჰატილიტოურ" დაარსა. ცდილობდა ხევსურ მეგობრებთან ერთად ხალხისთვის საკუთარი კუთხე გაეცნო და შეეყვარებინა. ის თბილისში დედასთან ერთად ცხოვრობდა. წლების წინ მეგობარმა მისი წიგნი დაბეჭდა და შატილისკენ მიმავალ გზაზე, ,,დათვისჯვრის" უღელტეხილზე სიურპრიზად დაახვედრა. სიკვდილამდე რამოდენიმე დღის წინ კი მისი ახალი ლექსების კრებული დაიბეჭდა.