შემოგვიერთდით facebook-ზე
ხვალ გოეთეს ინსტიტუტში საერთაშორისო დასკვნითი კონფერენცია გაიმართება
4-12-2015, 22:23  /  ნახვა: 1967

ხვალ გოეთეს ინსტიტუტში დასკვნითი კონფერენცია გაიმართება და ამით დასრულდება გოეთეს ინსტიტუტის მასშტაბური საერთაშორისო პროექტი "გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის" ("Vernetzet für Nachhaltigkeit"), რომლის მიზანია სკოლებში დაინერგოს სწავლების ახალი მეთოდი მდგრადი განვითარების მიმართულებით, -გერმანული ენის გაკვეთილის დროს გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების თემების ინტეგრირება მოხდეს, რასაც გულისხმობს cLIL-ის (content and Language Integradet Learning) სწავლების მეთოდი. ასე მაგალითად, სოციალური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ზოგიერთი საკითხის სწავლება შესაძლებელია მოხდეს შერჩეულ უცხო ენაზე, რაც საგნობრივი ცოდნის გარდა, ინტერდისციპლინარულობას, კომპლექსურ აზროვნებასა და შემოქმედებითობას უწყობს ხელს. აღარ არის აუცილებელი, რომ გერმანული ენის გაკვეთილზე მხოლოდ არტიკლის თუ ზმნის შესახებ მივიღოთ ინფორმაცია. ენის შესწავლის პარალელურად, ჩვენ შეგვიძლია გარემოსდაცვითი თემებიც განვიხილოთ და დავამუშაოთ.შესაბამისად, ქართველი მასწავლებლები გერმანელი სპეციალისტების დახმარებით სწავლობენ, როგორ შექმნან ერთობლივი პროექტები, როგორ მოახერხონ თავიანთი საგნის გაკვეთილებში გარემოსდაცვითი საკითხების ჩართვა. 

გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტი "Vernetzt für Nachhaltiggeit" (გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის), რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ფინანსდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. როგორც ამ სემინარის, ასევე მთლიანად ამ საერთაშორისო პროექტის "გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის" მიზანი არის ის, რომ სკოლებში საგანმათლებლო პროცესი გახდეს მდგრადი განვითარების სფეროში ცნობიერების ამაღლების ერთგვარი ბიძგი.  ხვალ გოეთეს ინსტიტუტში საერთაშორისო დასკვნითი კონფერენცია გაიმართება
ამ ორდღიან კონფერენციას გახსნის გოეთეს ინსტიტუტის დირექორი შტეფან ვაკვიცი, თავის მოხსენებებს წაიკითხავენ პროექტის ხელმძღვანელები აიკე პოკრანდტი და გვანცა ხინთიბიძე, გოეთეს ინსტიტუტის მოწვევით სპეციალურად ჩამოდიან ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები გარემოსდაცვითი და მწვანე პედაგოგიკის, ასევე მდგრადი განვითარების სფეროდან: პროფესორი ვილჰელმ ლინდერი და დოქ. ბირგიტ კარე ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან. ისინი ამ კონცერენციაზე თავის მოხსენებებს წაიკითხავენ და ასევე პედაგოგებისთვის სემინარებსაც ჩაატარებენ. კონფერენციაზე აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს სკოლის მასწავლებლები მიიღებენ მონაწილეობას, ყველა სკოლის (32 სკოლა) წარმომადგენელი გააკეთებს პრეზენტაციას, სადაც შეფასდება ინდივიდუალური პროექტები, განხილული იქნება პროექტის გრძელვადიანი შესაძლებლობის პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული იდეები. პედაგოგებს შორის შორის გაიმართება დისკუსია მდგრადი განათლების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, მწვანე პედაგოგიკაზე, გარემოსდაცვით პედაგოკიკაზე, ე.წ. cLIL-ზე, განიხილავენ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ ინტერესთა კონფლიქტებს და ყურადღებას მიაპყრობენ არსებულ წინააღმდეგობებს, ამბივალენტურ დამოკიდებულებებსა და კომპრომისების საჭიროებას.
5 დეკემბერს, ამ კონფერენციაზე მონაწილეობს 32 სკოლის 80-ზე მეტი მასწავლებელი და გაიმართება მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წიგნის პრეზენტაცია, რასაც პროექტში ჩართული ყველა სკოლა უსასყიდლოდ მიიღებს და პედაგოგების მომავალი თაობა გამოიყენებს. ეს არის სოლიდურ სახელმძღვანელო, რომელიც შედგება მდგრადი განათლების სწავლების მეთოდის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილებისაგან.
პროექტი "გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის", რომელიც მასშტაბურია და თავისი სტრუქტურითა და შინაარსით მოიცავს კონფერენციას, პედაგოგებისთვის სემინარებს, სასკოლო პროექტებს, საზაფხულო ბანაკს და სოლიდური სახელმძღვანელო წიგნის გამოცემას, სექტემბრიდან ახალ ფაზაში შევიდა: 11 სექტემბერს მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციაა გაიმართა გოეთეს ინსტიტუტში, შემდეგ ეტაპობრივად ჩამოდიოდნენ ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები და ქართველი პედაგოგებისთვის პრაქტიკულ-მეთოდოლოგიურ სემინარებს მართავდნენ გარემოსდაცვითი და მწვანე პედაგოგიკის, ასევე მდგრადი განვითარების თემაზე. ესენი იყვნენ ბერნადეტ ვერეში, პროფესორი შტეფან შლაიჰერი გრაცის უნივერსიტეტიდან, პროფესორი ვილჰელმ ლინდერი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან, ქრისტინე ვოგოვიჩი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტის ვიცერექტორი, პროფესორი ვილჰელმ ლინდერი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან, დოქტორი ფრანკ ჰოლცფორსტერი გეოლოგიური ცენტრის დირექტორი, დოქ. ბირგიტ კარე ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან, კულტურულ-მეცნიერებათა დოქტორი ჰილდეგარდ კურტი, ბერლინის ხელოვნების ინსტიტუტის თანადამფუძნებელი, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ პიონერი კულტურისა და მდგრადობის მიმართულებით.  ხვალ გოეთეს ინსტიტუტში საერთაშორისო დასკვნითი კონფერენცია გაიმართება
ასევე ვენის აგრალური და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან მაგისტანტებმა ჩაატარეს პრაქტიკულ-მეთოდოლოგიური სემინარები საქართველოს რეგიონების (ქუთაისი, რუსთავი, ვანი, ზუგდიდი, ანანური, ახალციხე) სკოლებში. ასეთი რანგის ექსპერტების ჩამოყვანა პირველად განხორციელდა.
გოეთეს ინსტიტუტი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტთან ერთად მდგრადი განათლების კონცეფციაზე დაყრდნობით ცდილობს cLIL- ის (content and Language Integradet Learning) მეთოდი საქართველოში აქტიურად დაინერგოს და ასეთი მიდგომებით აჩვენოს, რომ სწავლა პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობა უნდა იყოს, რომ აამაღლოს მოსწავლეთა ცნობიერება. საერთაშორისო ექსპერტები ძალიან კმაყოფილები არიან ქართველ პედაგოგებთან მუშაობის შედეგებით, ამბობენ, რომ მათ ძალიან სწრაფად აითვისეს მდგრადი განვითარების მიდგომები, რაც უკვე სახეზეა სამიზნე გერმანულენოვან საჯარო სკოლებში.
ამ პროექტის იდეა ერთ-ერთ გერმანელ ახალგაზრდას გაუჩნდა, როდესაც ნახა საქართველოს ულამაზესი პეიზაჟები და ამავე დროს ბუნების უდიერად მოპყრობის მომსწრეც გახდა, მიხვდა, რომ საჭირო იყო მდგრადი განვითარების მიმართულებით კონკრეტული ეფექტური ნაბიჯები გადაედგა, ამისთვის დაიწერა ეს პროექტი და აი უკვე ასე წარმატებით განხორციელდა.

 

 

 

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა