მოსახლეობას კარგად ახსოვს, თბილისიდან წყნეთში ასასვლელ გზაზე არსებული წლების წინ მიტოვებული და მოუვლელი პატარა ეკლესია, სადაც ახლა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერია, იქ მომლოცველი იშვიათად სტუმრობდა. დღეს კი აქ ყოველდღე ხალხმრავლობაა, პატარა სამლოცველოს ნაცვლად ორი ტაძარი დგას – დავით აღმაშენებლის სახელობის განახლებული ეკლესია და წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ამავე ტაძარში მოღვაწე მონაზონის – დედა ანას ძალისხმევით აშენდა. ოდესღაც მიტოვებული წმინდა ადგილი, ახლა მრევლის და მომლოცველთა ნაკლებობას აღარ განიცდის. ერთ დროს მიტოვებული, უკაცრიელი წმინდა ადგილი ახლა უკვე ულამაზესი მონასტერია, რომელიც დედა ანას მონდომებით ყოველდღიურად ლამაზდება. ამ ღვისნიერ ადამიანს დღეში ასობით მრევლი სტუმრობს, რომლებიც მისი ლოცვით მომხდარ სასწაულებზე ბევრს ჰყვებიან და მადლიერების სიტყვებს არ იშურებენ.
შორენა ჭანკვეტაძე: 2014 წლის სექტემბერში ჩემს შვილს, 16 წლის ნინოს, უეცრად თავი ძალიან ასტკივდა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, ექიმები ვერ გვაიმედებდნენ. გვეუბნებოდნენ, ოპერაციის გარეშე ბავშვი ვერ იცოცხლებს, ოპერაციის გაკეთების შემდეგ კი ხეიბარი დაჩება ან დაბრმავდებაო. ამის გამგონე სასოწარკვეთილი ვიყავი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. მაშინ გავიგე დედა ანას შესახებ და წყნეთში წავედი. თავიდან შესვლას ვერ ვბედავდი, მეშინოდა რამე ცუდი არ მითხრას–მეთქი, მაგრამ დედა ანა რომ დავინახე, იმედის ნაპერწკალი გამიღვივდა. გვითხრა ბავშვს კისტა აქვს, რთული ოპერაცია იქნება, მაგრამ ყელაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინიათ, ილოცეთ და ყველაფერი კარგად იქნებაო... იქიდან გახარებული წამოვედი, თითქოს ფრთები შემესხა, ნერვიულობა და შიში გამიქრა, მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ასეც მოხდა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ჩემი შვილი ჯანმრთელი და უვნებელი რომ დავინახე და მითხრეს საფრთხე აღარ არსებობდა. დედა ანასა ვეასოდეს გადავუხდი მადლობას იმ სიკეთისთვის, ლოცვისა და კურთხევისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა, ამისათვის მთელი ცხოვრება სიტყვები არ მეყოფა. ის ჩემი მეორე დედაა, არასოდეს დამავიწყვება და გამიქრება მისი რწმენა, სიყვარული. მადლობა უფალს! მინდა დედა ანას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო, რათა მისი ლოცვა არ მოაკლდეს მთელს ერს! მინდა დედა ანას ვთხოვო, ყოველთვის ილოცოს ჩემი შვილებისთვის – ნინოსა და ომარისთვის. ასევე 4 წლის ლაზარე ჯაჭვლიანისთვის, რომელიც სამი თვეა საავადმყოფოში წევს. მინდა მისმა მშობლებმაც ასევე გაიხარონ, როგორც მე. დედა ანა ძალიან მიყვარს, როცა მას ვხედავ და მის ხმას ვისმენ ვმშვიდდები. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს!
დავით წიწილაშვილი: ვცხოვრობ ქუთაისში. ჩემს შვილს ანდრიას მოულოდნელი სიყვითლე განუვითარდა. მისი ანალიზები გერმანიაში გაიგზავნა, გამოკვლევები თბილისშიც ჩატარდა, მაგრამ დიაგნოზი ვერ დადგინდა. თითქოს ჰეპატიტს ვარაუდობდნენ, მაგრამ ესეც არ დადასტურდა. მინდა დედა ანას მადლობა გადავუხადო, რადგან მასთან სიარულის შემდეგ ჩემი შვილი განიკურნა. დედა ანას ლოცვამ ჩემი შვილი განკურნა.
ქეთი წიქარიშვილი: დედა ანას შესახებ პირველად მეგობრისგან გავიგე. მეუღლესთან პრობლემები მქონდა, ჩვენი ოჯახი დანგრევის პირას იყო. მეგობარმა მირჩია, დედა ანასთან წაგიყვან და მისი ლოცვით ყველაფერი კარგად იქნებაო... დილაუთენია წავედით, რომ მივედით ხალხის დიდი რიგი იყო, პატარა მყავდა და ურიგოდ გამიშვეს. ხმის ამოუღებლად დავეშვი დედაოს წინ მდგარ სკამზე, დედაომ ლოცვა წამიკითხა და მითხრა, არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნებაო. იქიდან გამოსული ,,მოვფრინავდი", თითქოს ფრთები მქონდა, ოჯახში ნელ–ნელა ყველაფერი დალაგდა, ძველებურად სითბო და სიყვარული დაგვიბრუნდა. რამოდენიმე ხნის შემდეგ ჩვენს პირველ შვილს შევამჩნიეთ, რომ სმენა დააკლდა, მდგომარეობა თანდათან გაუუარესდა, ბოლოს თითქმის აღარაფერი ესმოდა. ექიმთან წავიყვანეთ. გამოკვლევების შემდეგ გვითხრეს, რომ ყურებში სითხე ჰქონდა და ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროვებოდა, რაც დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული, რისი საშუალებაც არ გაგვაჩნდა. ტირილით მივედი დედა ანასთან, დალოცა ჩემი პატარა, ათი დღე დავდიოდით მის ლოცვებზე და ბავშვს სმენა სრულად აღუდგა, ეს უფლის სასწაული იყო! აქ სიარულის დროს კი გავიგე, რომ მესამე შვილს ველოდებოდი, როცა ექიმთან მივედიმითხრეს ნაყოფი მომეშორებინა, რადგან ორსულობის დროს ძლიერო ანტიბიოტიკები მქონდა მიღებული, ამის ფონზე კი ეშინოდათ ბავშვს რაიმე პათოლოგიები არ დაჰყოლოდა. ჩემმა ექიმმა გადაწყვიტა ჩემთვის მედიკამენტოზური აბორტი გაეკეთებინა. ეს უდიდესი სტრესი იყო. ისევ დედა ანასთან მივედი ტირილით და რჩევა ვკითხე, მითხრა არავის მოუსმინო, ჩემი თუ გჯერა ეს ბავშვი გააჩინე და უნაკლო ბიჭი იქნებაო. იმ დღის შემდეგ აღარ მიტირია, ვიცოდი ჩემი პატარა კრგად იქნებოდა. ორსულობის პერიოდში მის ლოცვებზე ხშირად დავდიოდი. ჩემი შვილი მართლაც ჯანმრთელი დაიბადა, ახლა უკვე რვა თვის არის. როცა დედა ანასთან მიგვყავს სიხარულისგან აღარ იცის რა გააკეთოს, ალბად გრძნობს, რომ მან გადაარჩინა. ეს ღვთის დიდი წყალობაა, რომ დედა ანას შევხვდი. მაადლობა უფალს, რომ ის არსებობს. ჩემი პატარა სიკვდილისგან იხსნა. საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ იმას, რომ მუცლად მყოფი ბავშვის მოცილებას ვაპირებდი, დედა ანამ კი ამ საშინელების ჩადენის უფლება არ მომცა!
ლია ვაშაყმაძე: როგორ არ უნდა ვადიდებდეთ და ვმადლობდეთ უფალს?! რომელმაც განსაცდელის დასაძლევად მოგვივლინა ისეთი ადამიანი, როგორიც დედა ანაა?! მისი ლოცვა–კურთხევა უფლისგან მოდის და ყოველივე სასწაულს ახდენს ჩვენზე. მისი დარიგება, ყოველი სიტყვა, დალოცვა სასიკეთოდ და საკურნებლად გადმოდის. 20 წლის მარიამს (მაკას) მოულოდნელად გულყრები დაეწყო, რომელიც დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ემართებოდა. თბილისის რამდენიმე საავადმყოფო შემოვატარეთ, ყველა საჭირო კვლევა ჩავუტარეთ. გადავუღეთ თავზე ტომოგრაფია, მაგრამ საშიში არაფერი არმოაჩნდა. შემდეგ ეპილეფსიის ცენტრში გააგზავნეს, იქაც ყველაფერზე გამოვიკვლიეთ; შაქარზე, ჩიყვზე, სისხლის ანალიზებზე. საკვერცხეებზე კისტას ვარაუდობდნენ, გადაუღეს ტომოგრაფია ნაღველზეც, ღვიძლზეც. გვყავდა გინეკოლოგთან, თუმცა მნიშვნელოვანი არაფერი დაუდგინდა. ისეთი, რასაც შეიძლებოდა გულყრა გამოეწვია. საბოლოო დიაგნოზი – ისტერიული ნევროზი დაუსვეს. დანიშნული მედიკამენტები ხანგრძლივად უნდა მიეღო. დიაგნოზიდან ორ კვირაში, ახლა დაპლომბილი კბილი დაუსივდა, დაეწყო სიცხეები, მოჩვენებები, კრუნჩხები, ისტერიები, გულყრები. სასწრაფოდ საოპერაციო შეიქმნა და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ოპერაცია იმდენად რთული არ იყო, მაგრამ მარიამის მდგომარეობა დამძიმდა. საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, მდგომარეობის შეასამსუბუქებლად დღეში რამოდენიმეჯერ გამაყუჩებლებს უკეთებდნენ, რადგან ტკივილის შემდეგ გულყრა ემართებოდა. მისი ავადმყოფობისას მეგობარმა დედა ანას შესახებ მითხრა, მაგრამ მარიამის მდგომარეობა იმდენად რთულად იყო, მისი წაყვანა ვერ შევძელი. საავადმყოფოდან, რომ გამოგვწერეს პარასკევი დღე იყო, მარიამის მდგომარეობა დიდად გაუმჯობესებული არ იყო. მისი მოქმედება და საუბარი არაადეკვატური იყო, ამას ღებინებაც დაემატა. კვირას დილის 5 საათზე დედა ანასთან წაყვანა გადავწყვიტეთ. წავედით, მაგრამ არ ვიცოდით, რომ დედა ანა შაბათ–კვირას მომლოცველებს არ იღებდა. გვითხრეს, დღევანდელ დღეს არავის იღებსო, მაგრამ იმედი მაინც არ დავკარგეთ, მოვილოცეთ ძლეთის წმინდა გიორგის ტაძარი. ჩემი მეუღლე და მისი მეგობრები მაინც ავიდნენ ძლეთის წმინდა გიორგის ტაძრის კენ მიმავალ გზაზე, უკან დაბრუნებისას დედა ანა გამოვიდა და ჰკითხათ, რა გასაჭირი ჰქონდათ. როცა გაიგო, უთხრათ დღევანდელ დღეს არავის ვიღებ და ბედი გქონიათ რომ მოხვედი, გოგონა მოიყვანეთო. ჩვენც ვთვლით, რომ ბედი გვქონია, რადგან უფამა მასთან მიგვიყვანა. ღმერთმა დაუშვა, რომ დედა ანას დაველოცეთ. როდესაც მარიამი ხელით ავიყვანეთ და სამლოცველოში მის წინ დავსვით, მან ჯვარი დაადო თავზე და დალოცა. თითქოს ჩვენთან ერთად გაევლოს ის განსაცდელი, ყველაფერი გვითხრა, რაც მარიამს სჭირდა. დაგვლოცა და თავისი აზრი გვითხრა, მარიამის შესახებ, რადგან მკურნალობა შედეგს არ იძლეოდა და უარესობისკენ მიდიოდა. დაგვამშვიდა და სახლში წამოვედით. იმ დღიდან გულყრები შეუმცირდა, მაგრამ გულისრევისგან იგუდებოდა, მეორე დღეს მითხრა წამლებს ნუღარ მისცემთ თუ გინდათ, რომ ჩემი ლოცვის მადლი მიიღოთ და ნუ შეგეშინდებათო. წამალი, მართლაც, იმ დღის შემდეგ აღარ მიგვიცია. ნელ–ნელა ყველაფერი დალაგდა, უკეთესობა დაეწყო. ორი თვის უძილობის და ნერვიულობის შემდეგ ჩემს ოჯახში სიმშვიდემ დაისადგურა. დღეს მარიამი უკვე თავისი ფეხით მიდის დედა ანასან და მისი ლოცვის მადლს იღებს. ღმერთმა გააძლიეროს დედა ანა ჩვენთვის და ყველა ჩვენთაგანისთვის. რწმენით მივეახოთ უფალს და უფალი შეგვეწევა ყველას!
ლელა მანველიძე (სპეციალურად საიტისთვის)