შემოგვიერთდით facebook-ზე
მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
4-03-2015, 22:44  /  ნახვა: 1185

რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ,,პატრიარქმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია დაიბარა და მიხეილ სააკაშვილთან დააბარა, რომ ,,დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოს".
საქართველოს საპატრიარქო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ,,სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავისთან დაიბარა ქალბატონი გიული ალასანია, რათა მას ,,მიშასათვის გადაეცა, დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოსო," რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჭორების უმრავლესობა, ეს ინფორმაციაც მტყუან-მართლის ნაზავია: ქალბატონი გიული მართლაც იყო მოსული საქართველოს საპატრიარქოში იანვრის პირველ რიცხვებში ოღონდ თავისი სურვილით და იმ მიზნით, რომ სხვა მოქალაქეების მსგავსად, მისი უწმინდესობისათვის მიელოცა დაბადების დღე, რასაც იგი გასულ წლებშიც აკეთებდა; ვიღაცას კი ძალიან სურს, სხვა ელფერი მისცეს ამ ჩვეულებრივ ფაქტს. სხვათა შორის, ქალბატონი გიული ალასანიას ახლობელი, ქალბატონი დარეჯან კუხიანიძეც იგივეს წერს თავის ფეისბუქის გვერდზე, მაგრამ რატომღაც ტირაჟირდება სხვების ,,სიმართლე," მისი კი - არა", - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა