1. 100 გრამი ნიორი და 4 ცალი ლიმონის ქერქი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავასხათ 2 ლიტრი გადადუღებული წყალი და გავაჩეროთ 48 საათი თავდახურული, მომინანქრებულ ქვაბში გრილ ადგილას. შემდეგ გადავწუროთ და დავლიოთ 50 გრამი ყოველ დილით უზმოზე.
2. ერთ ცალ უმ კვერცხს დავასხათ 100 გრამი ძმარი, გავაჩეროთ 5 დღე. შემდეგ კვერცხი ამოვიღოთ ფრთხილად, მოვაშოროთ ნაჭუჭი. ნაჭუჭს, კვერცხის გულს და ძმარს დავასხათ 100გრამი გაწმენდილი სუფთა სკიპიდარი. მიღებული მასა წავუსვათ მტკივან ადგილს, დავაფაროთ მარლა და გავაჩეროთ ერთი საათის განმავლობაში. პროცედურა ჩავატაროთ რამდენიმე დღის განმავლობაში.