შემოგვიერთდით facebook-ზე
თბილისში ურთიერთშელაპარაკებისას ერთი პირი მძიმედ დაჭრეს
26-01-2015, 16:51  /  ნახვა: 1899

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული დავით კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, კახიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1981 წელს დაბადებული დავით მ. დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში კახიძის ქუჩაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა