შემოგვიერთდით facebook-ზე
თბილისში პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო
22-01-2015, 14:34  /  ნახვა: 1805

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეცხრე განყოფილების თანაშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას "კა 6-92"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და "მაგნუმი"-ს მოდელის პისტოლეტი ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა