შემოგვიერთდით facebook-ზე
რა დახვდა საახალწლო ნაძვის ხეზე მაცაცო თოხაძეს?!
7-01-2015, 20:00  /  ნახვა: 3930

მღეროდა, მაშინდელი ,,პიონერთა სასახლის" საბავშვო ანსამბლში, რომელსაც ქალბატონი შურა ჯანელიძე ხელმძღვანელობდა. ფილარმონიისა და ოპერის სცენებზე ბევრი ლამაზი საბავშვო კონცერტი ჩაუტარებიათ. პირველი დიდი წარმატება წილად ხვდა მის სიმღერას – ,,საკუთარი ბედნიერება", რომელიც 5 წლის წინ დაწერა და მეუღლეს მიუძღვნა. უხარია, რომ ეს სიმღერა მთელმა საქართელომ იცის და შეიყვარა. საბოლოოდ დასრულებული 50 სიმღერა აქვს, სტუდიურად ჩაწერილი კი ოცი.
მაცაცო თოხაძე: მუსიკალური წამყვანობა სრულიად დაუგეგმავად დავიწყე. ზაფხულში აგარაკიდან დაბრუნებულს დედამ მითხრა, რომ რადიო ,,დარდიმანდმა" მუსიკალური წამყვანის კონკურსი გამოაცხადა და იქნებ გეცადაო. წავედი, ნინო ჩხეიძეს და ნიკა ხაჩიძეს შევხვდი, მათ მომცეს ამის შანსი, რისთვისაც ორივეს დიდ მადლობას ვუხდი. ერთთვიანი საცდელი პერიოდი გავიარე და უკვე მესამე წელია ამ რადიოში ვარ.
– როგორ ახერხებთ, რომ გადაცემის წაყვანისას სულ პოზიტიურ განწყობაზე ხართ?
– რადიო ძალიან ინტიმური და მგრძნობიარე ადგილია. რა თქმა უნდა, მუდმივად ერთნაირ განწყობაზე ვერ ვიქნები, ეს არარეალურია. ხასითში პატარა ცვლილებას მსმენელი უკვე გრძნობს, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, როგორც კი სტუდიაში ვჯდები, ყველაფერი მავიწყდება და ჩემი გუნება-განწყობილებაც დარდიმანდულია. რა დახვდა საახალწლო ნაძვის ხეზე მაცაცო თოხაძეს?!
– შოუბიზნესის გარდა სხვას რას საქმიანობთ?
– ჩემი საქმიანობა მთლიანად ოჯახის გარშემო ტრიალებს. ეს ის საქმეა, რომელიც არასოდეს მთავრდება.
– როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
– დილა რადიო ეთერით იწყება, მე და ჩვენი ერი ერთად ვიღვიძებთ, ვფხიზლდებით და დილიდან ვიქმნით განწყობას მთელი დღისთვის. შემდეგ სახლში მივდივარ, სადაც საოჯახო საქმეებს ვაგვარებ. ჩემი უმცროსი შვილი ცურვაზე მიმყავს, ერთად მეცადინეობაც ,,გვიყვარს". მეგობრებთან ერთად ყავის დალევის სიამოვნებასაც ვერ ვაკლებ ჩემს თავს. საღამოს კი მთელი ოჯახი კვლავ ვიკრიბებით... ხოლო თუ ახალ სიმღერას ვწერ, მაშინ რამდენიმე საათი სტუდიაში ყოფნა მიწევს.
– ყველაზე მეტად რა გაღიზიანებთ?
– რაც წლები მემატება, უფრო იშვიათად მაღიზიანებს რამე ან ვინმე, რადგან უარყოფითისგან შორს ყოფნას ვცდილობ. ეს უფრო მარტივი და უმტკივნეულოა.
– საკუთარ თავში რა თვისებები მოგწონთ?
– საკუთარ თავზე საუბარი უხერხულია, მაგრამ, რეალურად, ყველა ადამიანს უყვარს და მოსწონს საკუთარი თვისებები. დაუკვირდით და მიხვდებით, რომ ასეა... ძალიან მზრუნველი, მოსიყვარულე და მიმტევებელი ვარ, ურთიერთობებში მარტივი, თავდადებული და საყვარელი ადამიანებისათვის დაუზარელი. მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და ყოველთვის ვზრუნავ, რომ ჩემს გარშემო ადამიანებს სიამოვნება მივანიჭო და რამით გავახარო. რა დახვდა საახალწლო ნაძვის ხეზე მაცაცო თოხაძეს?!
– თქვენს პირად ცხოვრებაზე მომიყევით.
– მყავს ორი შვილი – ლუკა და ჯემიკო. ლუკა უკვე სტუდენტია და ნელ–ნელა ვაცნობიერებ, რომ დიდი და დამოუკიდებელი ადამიანია. აქვს მდიდარი და საინტერესო შინაგანი სამყარო. უმცროსი ბიჭი ჯერ მე–8 კლასშია და შესაბამისად, ჯერ ძალიან მჭიდრო კავშირშია ჩემთან. ჩემი შვილების ცხოვრებით ვხარობ და მინდა ბედნიერები იყვნენ. მყავს მეუღლე გია თოხაძე, რომელიც ძალიან მიყვარს და ვტკბები იმით, რომ ყოველ წამს ჩემზე ზრუნავს. დიდი ბედნიერებაა, როცა ადამინს ასე ძალიან უყვარხარ და მადლობა მას ამ სიყვარულისთვის.
– როგორი დიასახლისი ხართ?
– 20 წელია, რაც სამზარეულოს დავუმეგობრდი და გასაკვირიც არ არის, რომ კარგი დიასახლისი ვარ. თვითონაც გურმანი ვარ და ამიტომ კერძის მომზადებაში მთელ გულს და სულს ვდებ. ოჯახის წევრებს ჩემი მომზადებული კერძები უყვართ. ზამთრის მარაგისათვის, ტყემალს და აჯიკასაც თავად ვამზადებ, შემდეგ კი სტუმრების კომპლიმენტებს ვისმენ.
– გაქვთ თუ არა საახალწლო ტრადიცია, სად ხვდებით ხოლმე ახალ წელს?
– ახალი წელი ჩვენთვის ოჯახური დღესასწაულია და ყოველთვის ოჯახში ვხვდებით. შემდეგ დილამდე მიდი–მოდიან სტუმრები და ასე ხდება ყოველ წელს. სახლიდან ახალ წელს გასვლა არ მიყვარს.
– საახალწლო კერძებს თქვენ ამზადებთ?
– საცივს, ღომს, გოზინაყს და ოლივიეს ყოველთვის მე ვამზადებ და სწორედ, ყველას ჩემი მომზადებული გვიყვარს.
– ყველაზე საინტერესო საჩუქარი, რაც საახალწლოდ მიგიღიათ და თუ საიდუმლო არ არის ვისგან?
– ახალი წლის წინა დღეს, ჩემმა მეუღლემ მე და ჩემი ორი მეგობარი რესტორანში წაგვიყვანა. იქ მაგიდასთან დაგვაბინავა და ცოტა ხნით სადღაც გავიდა. მისი გადატვირთული რეჟიმის გამო ვიფიქრე, რომ საქმეზე წავიდა. ის კი წასულა ,,სვაროვსკის" მაღაზიაში და ყველაზე დიდი ყელსაბამი, რაც მაღაზიაში ნახა, მიყიდა და რესტორანში მომიტანა. ამ ყელსაბამმა საყურეებიც ,,მოითხოვა" და შემდეგ, ძველით ახალ წელს ნაძვის ხეზე დაკიდებული საყურეები დამხვდა.
– გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.
– რაიმე ძალიან მნიშვნელოვანს არ ვგეგმავ. რამდენიმე დღის წინ შარდენზე, ასსა ჰოლში ჩემი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. უამრავი სტუმარი მოვიდა, დასაჯდომი ადგილი არ იყო. ეს პირველი მასშტაბური საღამო იყო და დიდი გამოცდილება შევიძინე. მომავალში, როდესაც ჩემს საღამოს ისევ დავგეგმავ, მინდა უფრო დახვეწილი და დასამახსოვრებელი გამოვიდეს. ახალ სიმღერებს ჩავწერ, როცა მუზა მექნება. ასევე მინდა რადიოში ახალი საავტორო გადაცემა გავაკეთო, თუ ჩემი იდეების რეალიზების საშუალება მომეცემა. მომავალს ყოველთვის ოპტიმისტურად ვუყურებ და მთავარია ჩემი შვილები, მეუღლე, დედა, და, დიშვილები, მეგობრები, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები კარგად მყავდნენ. მხოლოდ ამის მერე შემიძლია რამეზე ვიფიქრო და ვიოცნებო.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა