თინეიჯერებისთვის საყვარელი და პოპულარული რეპ ჯგუფი ,,ბაბილონი" უკვე მეორე წელია არსებობს. მათ ძალიან მცირე დროში მსმენელის სიყვარული მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ბათუმში დაარსდა, უკვე მთელ საქართველოში იცნობენ. geoelite.ge ერთ-ერთ წევრს გიორგი ბაკურიძეს, იგივე Banks გაესაუბრა.
–როგორ შეიქმნა ჯგუფი?
–,,ბაბილონი" შექმნა იდეამ, რომელიც ყოველ წევრს გვაერთიანებს. გვინდა ქართული რეპ კულტურა მაღალ საფეხურზე ავიდეს. დასაწყისიდანვე იყო იდეა, რომ რადიკალურად განსხვავებული ჯგუფი შეგვექმნა, რომელსაც ჟანრობრივად საზღვრები არ ექნებოდა.
–რამდენი წევრისგან შედგება თქვენი ჯგუფი?
–ჯგუფი ოთხი წევრისგან შედგება; Anarqia 18, Banks, Tuga, Mak. ასევე პროდიუსინგს ვუწევთ დამწყებ რეპ შემსრულებლებს და მინდა აღვნიშნო ერთ–ერთი მათგანი, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი – ,,SIM".
–რატომ მაინცდამაინც რეპი?
–არამარტო რეპი, რეპთან ერთად სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ვქმნით და მათ სინთეზს ვახერხებთ.
–რომელია თქვენი პირველი სიმღერა?
–,,ჩვენი ტერიტორია" რომელზეც 2013 წელს ვიდეო კლიპი გადავიღეთ.
–გაიხსენეთ თქვენი პირველი წარმატება?
–წარმატება სწრაფად მოგვიტანა სიმღერამ – ,,დაბოლილი თვითმფრინავი". სავარაუდოდ ეს ხალხის ნების თავისუფლებამ განაპირობა. სიმღერა მარიხუანას ლეგალიზაციაზეა. ჩვენი მხრიდან ეს ერთგვარი პროტესტი იყო, იმ მოვლენებზე, რაც დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოში ხდებოდა. (გემახსოვრებათ აქციები მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ყველა ქალაქში ტარდებოდა სხვადასხვა ფორმით.)
–კონცერტებში თუ იღებთ მონაწილეობას?
–ბათუმის მაშტაბით ყველა კონცერტში ვმონაწილეობთ, ასევე რამოდენიმე კონცერტი გვქონდა დასავლეთ საქართველოში.
–რამდენი ხანია რაც თქვენი ჯგუფი არსებობს?
–ორი წელი შესრულდება მარტში, ამიტომ როგორც მარტია ცვალებადი, ჯგუფიც ხშირად იცვლის მუსიკალურ სტილს და სტრატეგიებს.
–ამჟამად რას საქმიანობთ?
–სტაბილურობას ვინარჩუნებთ.
–თქვენზე ჭორები თუ გსენიათ, რასაც გაუღიზიანებიხართ?
–ზოგადად ჭორებზე არ ვღიზიანდებით, ჭორები როგორც მოდის, ასევე იუმორით ვაცილებთ. ჭორები უმეტესად ნარკოტიკებს უკავშირდება, მიზეზი კი სავარაუდოდ, იმ თემებს, რომლებიც ჩვენს სიმღერებში დომინირებს.
–თუ გრძნობთ სხვა რეპერებისგან კონკურენციას ან დაპირისპირებას?
–დაპირისპირებას კი, მაგრამ კონკურენციას არა. ეს იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავებული ჯგუფი ვართ და ყველა იმ ჯგუფს გვინდა მივმართოთ, რომლებიც ჩვენში კონკურენტს ხედავენ: საქმეს მიუდექით პროფესიონალურად. სანამ ჩვენზე სიმღერებს წერთ, ჩვენ და ჩვენი მსმენელი დღითიდღე ვმრავლდებით, რადგან მუსიკას ჩვენი ხალხისთვის ვაკეთებთ.
–რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
–მშვიდი ქაოსი.
–გარდა იმისა რომ მღერით, სხვას რას საქმიანობთ?
–რაც კი შესაძლებელია, აბსოლიტურად ყველაფერს.
–გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე?
–2015 წელს საქართველოს მაშტაბით ტურის ჩატარებას ვაპირებთ. მანამდე კი თბილისს ვესტუმრებით სოლო კონცერტით. მოკითხვა ჩვენს მსმენელს, ყველა ბაბილონელს ბაბილონიდან.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)