შემოგვიერთდით facebook-ზე
რატომ დაიბარა პატრიარქმა ,,დები გოგოჭურები" და რა დაავალა ანსამბლის წევრებს?!
29-12-2014, 21:20  /  ნახვა: 8215

ბავშვობიდან მღერის, რადგან ოჯახში ყველა მღეროდა. თავდაპირველად, ბიძაშვლებმა ათკაციანი ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომელიც 2006 წლამდე არსებობდა. შემდეგ კი გარკვეული მიზეზების გამო, მხოლლოდ ოთხნიღა დარჩნენ და დღემდე ასე განაგრძობენ...
ქეთევან გოგოჭური: პირველად სკოლის ანსამბლ "შთამომავლობა"–ში ვმღეროდით და სხვადასხვა ფესტივალებზე გამოვდიოდით. დები გოგოჭურების სახელით პირველად ,,ბანის" ფესტივალზე წარვსდექით. აქედან შეგვერქვა ,,გოგოჭურების ოჯახი", რადგან მაშინ ჯგუფში ჩემი ძმაც მღეროდა. ბოლოს კი დები დავრჩით და სახელი ,,დები გოგოჭურები" შეგვრჩა.
-სულ რამდენი სიმღერა გაქვთ და აქედან, რომელია პირველი?რატომ დაიბარა პატრიარქმა ,,დები გოგოჭურები" და რა დაავალა ანსამბლის წევრებს?!
- ჩვენი პირველი სიმღერა "ხევსური" იყო, რომლის ტექსტიც და მუსიკაც მე მეკუთვნის. ბავშობიდან დღემდე უამრავი სიმღერა დაგვიგროვდა. უკვე სამი ალბომი გვაქვს, რომელთაგან ერთში ოცდაოთხი სიმღერა შედის, მეორეში და მესამეში კი თოთხმეტი.
- სიმღერებს თქვენ წერთ?
- მუსიკას ძირითადად ჩვენ ვწერთ. თუმცა საკუთარი ტექსტების გარდა სიმღერებს სხვის ლექსებზეც ვწერთ.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ხუთი ახალი სიმღერა ჩავწერეთ, ვმუშაობთ ალბომზეც, რომელიც სავარაუდოდ მზად გაზაფხულისთვის იქნება.
- პირად ცხოვრებაში რა ხდება? რატომ დაიბარა პატრიარქმა ,,დები გოგოჭურები" და რა დაავალა ანსამბლის წევრებს?!
- იმდენად გადატვირთული ცხოვრება მაქვს, რომ პირადზე ფიქრს ვერ ვახერხებ. ჯერ არავინ არსებობს ისეთი, ვისაც ჩემს ცხოვრებას დავუკავშირებ.
- თქვენზე გამაღიზიანებელი ჭორი თუ გსმენიათ?
- იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფართო საზოგადოებაში სიმღერა პირველად დავიწყეთ, მაშინ გამოუცდელები ვიყავით და ვფიქრობდით, თუ ხალხს არ მოვეწონებოდით აღარ ვიმღერებდით, ამის გამო 2009 წელს დავიშალეთ. ერთხელაც უწმინდესმა დაგვიბარა და გვითხრა, დღეიდან ჩემი ანსამბლი ხართ და სიმღერა უნდა გააგრძელოთო. ეს დიდი სტიმული იყო ჩვენთვის, მას შემდეგ საპატრიარქოს ანსამბლი ვართ და სხვადასხვა კონცერტებზე ვმღერით.
- უცხოეთიდან მოწვევები თუ გაქვთ?
- დიახ, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან და ჩეჩნეთიდან. გაზაფხულზე ვაპირებთ საფრანგეთში წასვლას.
-თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
- იმდენად გადატვირთული რეჟიმი გვაქვს, რომ თავისუფალი დრო არც გვრჩება. ანსამბლის გარდა სხვა სამსახურებიც გვაქვს. ძალიან გვიყვარს ქარგვა, კითხვა, მოგზაურობა რისთვისაც დროის გამონახვას ყოველთვის ვცდილობთ.
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?რატომ დაიბარა პატრიარქმა ,,დები გოგოჭურები" და რა დაავალა ანსამბლის წევრებს?!
- სოლო კონცერტს ვგეგმავთ, გვინდა, განსხვავებული და ორიგინალური იყოს. ასევე გაზაფხულისთვის კლიპის გადაღებას ვგეგმავთ და ალბომის პრეზენტაციაც გვექნება.
მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში ჩვენს სფეროში გაჩნდა შური, დაპირისპირება, ირონია... ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდებ, ნუ ვიქნებით ერთმანეთის მიმართ ცუდად განწყობილი, პირიქით გვიხაროდეს ერთმანეთის წარმატება!
- კონკრეტულად ვინმეზე ხართ ნაწყენი?
- ბოლო პერიოდში ანსამბლ ,,მანდილთან" იყო, რაღც პატარა უთანხმოება. მისმა ერთერთმა წევრმა Facebook- ის გვერდზე, ჩემი მისამართით კომენტარი დაწერა, რომ შურიანი და ბოღმიანი ვარ... არადა პირიქით, ყველას ვგულშემატკივრობ და ყველას წარმატება მიხარია, მეამაყება ის ქართველი, რომელიც ნიჭიერია.

თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა