შემოგვიერთდით facebook-ზე
საბაჟოს გავლით სომხეთიდან ნარკოტიკული ნივთიერება შემოჰქონდათ
17-12-2014, 18:55  /  ნახვა: 1752

ნარკოტიკისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტები გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა. საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, სომხეთის მოქალაქე ხ.ა.-ის ავტომანქანის დათვალიერებისას, მათ აღმოაჩინეს 2,69 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა. ეს საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს.
მარიხუანას შემოტანის ფაქტი გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა 16 დეკემბერს, სგპ „ნინოწმინდაზეც“. სომხეთის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ა.მ.-ის ავტომობილის დათვალიერებისას მათ 1,22 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს და საქმე შემდგომი რეაგირებისათვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადასცეს.
სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე კი სომხეთის მხრიდან შემოვიდა რუსეთის მოქალაქე მ.ა., რომლის კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LIRIKA - 5 კაფსულა.
საქმე შსს საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა