შემოგვიერთდით facebook-ზე
ოთარ რურუა: ჩემს გეგმებში სამსახურის დაწყება და დაოჯახება შედის
11-12-2014, 21:31  /  ნახვა: 2871

geoelite.ge-ს სტუმარია ახალგაზრდა პოეტი ოთარ რურუა, რომლის ნიჭიერებაც, მხოლოდ პოეზიით არ შემოიფარგლება. ამ განსაკუთრებული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ქართულ ქორეოგრაფიასაც უკავია.
– მოგვიყევით თქვენი შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ.
– შემოქმედებითი მოღვაწეობა სტუდენტობის პერიოდიდან დავიწყე. პირველი ლექსი რომ დავწერე, მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. მას შემდეგ სულ ვწერ და პოეზიის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია.
– თქვენ გქონდათ რუბრიკა – ,,თანამედროვე პოეტებსა და მომღერლებზე" – ამის გაკეთება რატომ გადაწყვიტეთ?
– დიახ, მქონდა ასეთი რუბრიკა, თანამედროვე ლიტერატორებსა და კომპოზიტორებზე. მინდოდა, მათი შემოქმედება ქართველ მკითხველს, უფრო ახლოს გაეცნო. ამ რუბლიკამ სამი თვე და ათი დღე გასტანა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი მოწონების წერილი მოვიდა, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო.
– ორი პრიფესია გაქვთ, იურისტის და ეკონომისტის, თავს ყველაზე კარგად, რომელ ამპლუაში გრძნობთ?
_ ორი პროფესია მაქვს, თუმცა სამწუხაროდ, დღემდე, ჩემი არცერთი პროფესიით მიმუშავია.
– რას გვეტყვით თქვენს სამომავლო გეგმებზე?
– სამომავლო გეგმებში მუშაობის დაწყება და დაოჯახება შედის.
თინათინ რეხვიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა