უმრავლესობა დღეს ფარმაცევტულ მედიკამენტებზე მეტად ხალხურ მედიცინას გამოიყენებს, რადგან ფიქრობენ, რომ მცენარეული ნაყენი ჯანმრთელობისთვის უფრო ეფექტური და სასარგებლოა. შემოგთავაზებთ იმპოტენციის (სქესობრივი სიუძლურე) სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ვანგას რეცეპტით არის ცნობილი.
კაკლის მარცვალი დავაქუცმაცოთ, დავასხათ თაფლი თანაბარი რაოდენობით. ეს ნარევი მივიღოთ 2 ჩაის კოვზი 2–3–ჯერ დღეში, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ, რძესთან ერთად. მკურნალობის კურსი 20–30 დღეა.
სქესობრივი ფუნქციის გასაძლიერებლად ეფექტურია აგრეთვე, თუკი თანაბარი რაოდენობით შევურევთ დაქუცმაცებულ ქინძს და ოხრახუშს, ახალი ან გამხმარი სახით და მივიღებთ საჭმელთან ერთად, ერთ სუფრის კოვზს ყოველდღიურად.
ტიბეტელი მკურნალების მიხედვით კი იმპოტენცია გაქრება აგრეთვე, თუ ყოველ დილით არაყში დასველებულ და შემდგომ გამხმარ ჟოლოს კენკრას მივიღებთ 2 სუფრის კოვზის რაოდენობით.