შემოგვიერთდით facebook-ზე
ნათელმხილველი ლელა კაკულია რესპუბლიკელებისა და ირაკლი ალასანიას მომავალს ვერ ხედავს!
5-11-2014, 19:44  /  ნახვა: 6109

მიმდინარე წლის ზაფხულში, გაზეთ ,,ქრონიკა +"–ში ლელა კაკულიას მოწოდება გამოქვეყნდა, სადაც ის ღარიბაშვილს გადადგომას ურჩევს, ხოლო ალასანიას და რესპუბლიკელების მომავალს პოლიტიკაში ვერ ხედავს.
ლელა კაკულია: ,,ალასანიას და რესპუბლიკელების წინსვლას ნამდვილად ვერ ვხედავ. ახალი ხალხი მოდის პოლიტიკაში, მე მათ მეცნიერები დავარქვი. დღევანდელი სახეები 30 წელია პოლიტიკურ არენაზე არიან. საზოგადოება დაიღალა ერთი და იგივე სახეებით. სასაცილო ის არის, რომ ამათმა შევარდნაძის, პატიაშვილის და მგონი მჟავანაძის დროინდელი სახეები მოიყვანეს. 60-იან წლებში მყავს ისინი ნანახი...

...მიხეილ სააკაშვილზე მაქვს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც არ ვახმოვანებ. დაბრუნებით ის არ დაბრუნდება, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ეს საშიშია მისთვის... სააკაშვილის მომავალში მობრუნებას და პრეზიდენტობას ნამდვილად არ ვხედავ. გამორიცხულია იმიტომ, რომ სულ სხვა პოლიტიკური პროცესები წავა მსოფლიოში.

...ირაკლი ალასანიას მოსვლის ვარიანტს ვერ ვხედავ, თავდაცვის მინისტის პოსტზე დაასრულებს კარიერას. ეს ალასანიას პირადად ვუთხარი.

...ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს!!! ყველაზე კარგი ეს არის. ძალიან უჭირს, სულ სხვა რამეებით არის დაკავებული, მაგრამ უჭირს. წესიერი პიროვნებაა, მაგრამ სახელმწიფოს მართვა მძიმე ტვირთია ყველასთავი", - ამბობს კაკულია ,,ქრონიკა +"-სთან.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა