ფიქრობს, რომ ძალიან მესაკუთრეა. იმდენად მესაკუთრე, რომ არ უნდა მისნაირი ფანდური ვინმეს ჰქონდეს, ამიტომ თვითონ გამოიგონა ისეთი, რომელიც აქამდე არ ყოფილა. სამ სიმიანი ფანდური ექვს სიმიანად გადააკეთა. ამ ამბით ჟურნალი geoelite.ge დაინტერესდა და მუსიკოს ზურაბ ბარბაქაძეს (ფანდურას) ესტუმრა. გადავწყვიტეთ ფანდურა მკითხველს იმ კუთხით გავაცნოთ, როგორსაც ჯერ არ იცნობს.
ზურაბ ბარბაქაძე: არ მინდა ჩემნაირი ფანდური ვინმეს ჰქონდეს, ამიტომ გავაკეთე ექვს სიმიანი ფანდური, რაც ძალიან მომწონს. მასზე დაკვრა ბევრს უჭირს და მხოლოდ მე ვუკრავ. სახლში ხშირად ვმეცადინეობ. ამ ფანდურს ვანვითარებ, სიმღერაშიც გამოვცადე, ყველას მოსწონს, კარგ ხმას გამოსცემს.
– რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში ფანდურს?
– ფანდური ჩემი ცხოვრების ნახევარია, მასზე მეტად არაფერი მიყვარს, ყველაზე უკეთ მიგებს. ფანდური სულიერია, თუმცა ყოფილა შემთხვევა სუფრაზე ფანდურის სიმები დამიჭრია. თუ რამეს მიშლიან, პროტესტის გამო უფრო ვაკეთებ. არ მიყვარს, როცა სუფრასთან, სადაც ხუთი კაცი ზის, ჩემი ხმა არ ისმის და მეხვეწებიან დაუკარიო. არ მესმის, მსგავს სიტუაციაში, როგორ დავუკრა? ამიტომ ძალიან ბევრჯერ დამიჭრია ფანდურის სიმები, მერე ხომ ვეღარ მთხოვენ დაკვრას?!
– ეს თქვენი სიხისტის ბრალია? არ თვლით, რომ ამით ფანდურს შეურაწყოფთ?
– ფანდურს არასდროს შევურაცხყოფ, რომ ნახოთ ჩემი ფანდურები, როგორი მოვლილი მაქვს, ასე არ იტყოდით. ის სულიერია და მას ჩემი ესმის. ცოლ–ქმრის ჩხუბი არ გინახავთ? გაბრაზებული ქმარი მაგიდაზე ხელს რომ დაარტყავს, ვაზა გადმოვარდება და გატყდება, ცოლს გული კი დასწყდება, მაგრამ სამაგიეროდ გაჩუმდება. აი, ასეთი სიტუაციაა ფანდურის შემთხვევაშიც. იცით რა ოცნება მაქვს? ჩემს შვილთან ერთად სცენაზე დავუკრა.
– თქვენს შვილზე გვესაუბრეთ.
– ორი წლის და ერთი თვის ბიჭი მყავს, ირაკლი ჰქვია. იცით, მაყვალას რა მაგრად მღერის? მგონი ჩემზე უკეთესად.
– შვილთან სიმღერას როდის ჩაწერთ?
– როდესაც ირაკლი კარგათ დაკვრას ან კარგათ სიმღერას შეძლებს.
–თქვენს ანსამბლზე გვესაუბრეთ.
– ანსამბლი ,,გენი" 2012 წლიდან ჩამოვაყალიბე, რომელშიც რვა ბავშვი უკრავს. ძალიან ნიჭიერი მოსწავლეები მყავს, მიყვარს მათთან ყოფნა. როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, ან რაღაც მიჭირს ბავშვებს ვურეკავ, ვკრიბავ და მათთან ვმშვიდდები.
– ბოლო პერიოდში პაუზა გქონდათ, რატომ? მსმენელს ახალს არაფერს შესთავაზებთ?
– ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, უკვე ხუთი სიმღერა მაქვს გაკეთებული, რომელიც სტუდიაშია ჩასაწერი. ჩემი საკუთრი სტუდია არ მაქვს, მაგრამ ახლახანს ჩემს მოსწავლე გიორგი ჯმუხაძესთან ერთად სიმღერა ჩავწერე, რომელსაც "გულის ტკივილი ჰქვია", რომელიც მხოლოდ გიორგის უნდა ემღერა, მაგრამ პირველი ხმაც მოითხოვა და ცხოვრებაში ასეთი ,,დიაპაზონით" პირველი ხმა არ მიმღერია, ჩემი თავის გამიკვირდა. სიმღერა გიორგი ჩიტაურს ეკუთვნის. ლამაზი გამოვიდა, რომელსაც მსმენელი ჯერ რადიოს, შემდეგ youtub-ის საშუალებით მოისმენს.
– სამომავლო გეგმებზე გვესაუბრე.
– ამასწინად, ჩემი ძველი მეგობრები ვნახე, ტრიო შევიკრიბეთ; ფანდური, ბას ფანდური და სალამური, თუ დაფინანსებას მოვიპოვებთ, ერთ სოლო კონცერტს გავმართავთ. არც ერთი სიმღერა არ იქნება, მხოლოდ ინსტრუმენტალი. ვმუშაობ საავტორო პროექტზეც, რომელსაც "მე და ფანდური ჰქვია", ფოლკლორი არ იქნება, მხოლოდ კლასიკა, ფიუჟე მუსიკა და ტანგო, უკვე ფონოგრამებსაც ვწერთ. დანარჩენი სოლო პარტია ფანდურმა უნდა დაუკრას. ბევრისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ საინტერესო. სავარაუდოდ ამ პროექტის პრემიერა მომავალ ზაფხულს ბათუმში იქნება. სადაც მსმენელითან ერთად შუა ზღვაში გემით გავალთ და იქ დავუკრავ. ქართული დიასპორის მოთხოვნით, ამ თვის ბოლოს, საბერძნეთში მივემგზავრები, სადაც ორ კონცერტს ჩავატარებ.
– პირადში რა ხდება?
– საერთოდ არაფერი.
– რომანტიული თუ ხართ?
– რომანტიული მხოლოდ მაშინ ვარ, როცა მარტო ვხეტიალობ. ძალიან მიყვარს ტყეში სეირნობა, ღამე კი ზღვისპირას გასვლა, ჩემთვის ვფიქრობ და ვუკრავ. ასეთ წყნარ ადგილებში, თუ მეგობრებთან ერთად ვარ და ვუკრავ, ხმა არავინ უნდა ამოიღოს. ერთი ოცნებაც მაქვს, არ ვიცი თუ განხორციელდება, თბილისელი არ ვარ, მაგრამ ამ ქალაქის მოტრფიალე ვარ. მეიდანზე სამოცი კვადრატული ფართი მინდა, სადაც ძველ თბილისურ ჩაი–ხანას გავაკეთებ, სადაც ნოხები და ძველი თბილისის პეიზაჟები იქნება, ყველა მაგიდაზე სამოვარი იდგმება, იეთიმ გურჯი, ზახაროვი და საიათნოვა იმღერებს. მიმტანები აუცილებლად კინტოები იქნებიან. ნახეთ რა ლამაზი ოცნება მაქვს.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)