ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარი ფეისბუქის გვერდიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიორგი ზედელაშვილს მიმართავს და და გუნავას საქმეზე დაკითხვას ითხოვს. აცხადებს, რომ მან იცის ვინ ჩაუდო მას ნარკოტიკი.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,სოდის ყოფილ თანამშრომელს დააწერინეს ჩვენება ირაკლიზე. სამეგრელოს თანამშრომელია:) გვარი ვიცი ბუნრივია, უბრალოდ რადგან ბოდიში შეუთვალა ირაკლის ( ზეწოლას ვერ გავუძელიო. არც ვიცი რა დაწერეს, უბრალოდ ხელი მომაწერინესო) საჯაროდ არ ვწერ;) ეს არაფერი, ეს საქმე ზუსტად იცით ისეთივე ბლეფი აღმოჩნდება, როგორც პირობა 100 ქარხანა, გაზრდილი პენსიები და ასე შემდეგ, მაგრამ მე სხვა კითხვა მაქვს. ორი წლის წინ მომხდარი საზარელი მკვლელობა ვერ გამოიძიეთ, რაფალიანცის ბავშვი ბატკნად რომ შესწირეთ გამარჯვებას და ამ 6,7,8 წლის წინ მომხდარ ფაქტებს როგორ იძიებთ. მეორე კითხვაც მაქვს! ჩადებები გაინტერესებთ?! ხო დ. გვითხარით ვინ ჩაუდო გუნავას, ერისთავს ვინ ჩაუდო იქნებ ისიც გვითხათ და თუ ვერ ადგენთ მე გეტყვით! ვიცი და დამკითხეთ! და ზედელაშვილს მივმართავ პირადად! ჩადებები გაინტერესებს? ხო და გამოიძიე შენმა ძმაკაცმა, სოდის ყოფილმა უფროსმა დევი ჭელიძემ რეები აკეთა მისი უფროსობის დროს?! თქვენ ხომ ორმაგი სტანდარტების პრეზიდენტები ხართ! ეს ჟურნალია! კინოს აწი ვიწყებ! ჭიკაიძეც არ დაგრჩებათ უწებაში ისეთ არქივს ამოგიყრით! თალიბანას ისტორიას 26 მაისის არქივით დავიწყებ! შოუ გინდოდათ? შოუს მიიღებთ:)"