შემოგვიერთდით facebook-ზე
ქალი მსჯავრდებულები C ჰეპატიტზე გამოიკვლიეს
30-10-2013, 14:46  /  ნახვა: 2314

პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, C და B ვირუსულ ჰეპატიტზე ქალ მსჯავრდებულებს გამოკვლევა ჩაუტარდათ. ტესტირება ნებაყოფლობით 222-დან 148 დაინტერესებულმა პატიმარმა ჩაიტარა. მიმდინარე კვირაში ქალ მსჯავრდებულთა შორის ინფექციის გავრცელების მაჩვენებლები, უკვე ცნობილი იქნება.

პროგრამის ფარგლებში ეს უკვე მეორე მიზნობრივი ჯგუფია, სადაც ტესტირება მასობრივად ჩატარდა. პროგრამის დაწყების ადრეულ ეტაპზე ტესტირება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს უკვე ჩაუტარდათ. 1 წლის განმავლობაში  სულ 10 000-ზე მეტი პატიმრის  ტესტირება იგეგმება.

პროგრამის მეორე ფაზა C ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების მკურნალობას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც 2 წლის განმავლობაში, მკურნალობა 1000 პატიმარს ჩაუტარდება. პაციენტები, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სპეციალური სამედიცინო კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან.
 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა