შემოგვიერთდით facebook-ზე
საპატიმროებს კიდევ 36 პატიმარი დატოვებს
24-10-2013, 13:07  /  ნახვა: 1992

2013 წლის 23 ოქტომბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ, 300 მსჯავრდებულის საქმეს გადახედა. შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 36 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის ორი ქალბატონია.

მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, ერთ მსჯავრდებულ მამაკაცს, რომლის საქმის განხილვაც ზეპირი მოსმენით განხორციელდა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა.

კომისიის წევრებმა, იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები განიხილეს, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან დადებითად ხასიათდებიან და მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშულზე სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4. შუამდგომლობების განხილვისას კომისიის წევრებმა გაითვალისწინეს მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა. ამასთანავე შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.

გადაწყვეტილება   მსჯავრდებულებს ვადამდე გათავისუფლების კომისიის წევრებმა, მათ შორის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ გააცნეს.
 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა