შემოგვიერთდით facebook-ზე
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ტრეფიკინგის წინააღმდეგ
23-10-2013, 13:20  /  ნახვა: 2013

23 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ტრეფიკინგის თემაზე მომუშავე სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ, მოწვეულ სტუმრებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 6-თვიანი ანგარიში წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი უწყებებისა და ტრეფიკინგის თემაზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტრეფიკინგის პრევენცია; ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა;  ტრეფიკინგის დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება ტრეფიკინგში დამნაშავე პირებისადმი. გოჩა ლორთქიფანიძემ ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე უწყებათაშორის თანამშრომლობაზეც ისაუბრა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება შესთავაზა.
როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, უწყებათაშორისი ჯგუფის კოორდინირებული საქმიანობის შედეგად, წარმატებით მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია. ტრეფიკინგის ფაქტებზე გამოძიებებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის რიცხვობრივი მაჩვენებელი, სამოქმედო გეგმის დამტკიცებიდან (2013 წლის მარტი) დღემდე,  გასული წლის თორმეტთვიან მონაცემთან შედარებითაც კი  უფრო მაღალია.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არასამთავრობო ორგანიზაციებს, თანამშრომლობის გაღრმავებას სთავაზობს. 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა