ავტორი:
ნინო ბოლქვაძე
ბოლო დროს საზოგადოების ყურადღება, სოხუმის დრამატულ თეატრში განვითარებულმა მოვლენებმა მიიქცია, რასაც ბევრი მითქმა – მოთქმა მოჰყვა. ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა ნანა ხურითმა განვითარებული მოვლენების გამო თეატრი დატოვა. ის არ არის რომელიმე პარტიის პოლიტიკური წევრი. მისივე თქმით, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირს, ქართველი ხალხი გვერდში უნდა ამოუდგეს ერთმანეთს და ხმამაღლა თქვას უარი ქვეყანაში განვითარებული განუკითხაობის წინააღმდეგ.
სოხუმის თეატრში როგორ მოხვდით?
თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ჩემს დასთან, ლილისთან სოხუმში ჩავედი სტუმრად. იმ დროს გოგი ქავთარაძე კიტა ბიაჩაძის სპექტაკლს ,,მკაცრ ქალიშვილებს" დგამდა. მეც ვესწრებოდი რეპეტიციებს. სწორედ მაშინ შემამჩნია ბატონმა გოგიმ და ასე აღმოვჩნდი სოხუმის თეატრში. სადაც 8 წელი შემოვრჩი.
რას იტყვით სოხუმის დრამატულ თეატრში განვითარებულ მოვლენებზე?
სოხუმის თეატრის დღევანდელი მმართველი, რომელიც დიმიტრი ჯაიანის განთავისუფლების შემდეგ დანიშნეს მთავრობაზე ,,გაიყიდა". ხოლო იმათ ვინც თეატრში დარჩნენ, დაჰპირდნენ, რომ ხელფასებს მოუმატებდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რადგან დანაპირები არ შესრულდა. ამბობდნენ ივანიშვილი იმიტომ არ გაფინასნებთ, რომ თქვენი მმართველი ჯაიანი ოპოზიციონერიაო, ახლა კი, როცა ჯაიანი მოიშორეს, ივანიშვილი ოპოზიციაში გადავიდა. ჩემი კოლეგებიკი იმედგაცრუებულნი დარჩნენ. იმ ყველაფრის შემდეგ რაც სოხუმის თეატრში დატრიალდა, ჩემი დარჩენა წარმოუდგენელი იყო.
შემდეგ რა მოხდა?
ამის შემდეგ, თეატრალურ მოღვაწეთა კავშირში, ხელმოწერები შევაგროვეთ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მოთხოვნა იყო, რომ არ შეეწყვიტათ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსება, რასაც თითქმის მთელმა დასმა მოაწერა ხელი.
ამბობენ, რომ მსახიობები ნაკლებად უნდა ერეოდნენ პოლიტიკაშიო...
ვფიქრობ ეს მცდარი შეხედულებაა. რატომ არ შეიძლება ჩემი სათქმელი ცხოვრებაში ვთქვა? ეხლა სწორედ ის დროა, როცა ყველამ ერთად უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი და დავიცვათ ჩვენი წილი საქართველო. 2003 წელს მე ვიყავი უმცირესობაში, მონაწილეობა არ მიმიღია არჩევნებში. ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის მიუღებელი პოლიტიკოსი და პრეზიდენტი იყო. ზვიადის დროსაც იგივე მოხდა. ვერც ზვიადს მივეცი ხმა. ალბათ იმიტომ რომ, გაწონასწორებული ადამიანები მომწონს. ზვიადის პერიოდში ჩემი ეროვნების მეშინოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება შეიცვლება და მთავრობაში მოვა სხვა ძალა. თუ არადა ჩვენ, ადამიანები აღარ ვიქნებით პასიურები და შევცვლით თუნდაც იმ მაჟორიტასრაც , რომელიც არ მოგვეწონება..
რას გვეტყვით ქართულ-ოსურ ურთიერთობაზე? გამოსავალს რაში ხედავთ?
ოსები ძალიან არიან მონდომებულნი, რომ მოხდეს მათი შერიგება. იქით მხარეს, ვყოფილვარ ისეთ სუფრაზეც სადაც, გარდაცვლილების ორივე მხარის სადღეგრძელო დაულევიათ. ისინი მთავრობაზე არიან გაბოროტებულნი, და არა ქართველ ხალხზე.მათ მიაჩნიათ: რომ არა ეს მთავრობა ხალხი მოახრეხებდა ერთმანეთთან ურთიერთობას. ირაკლი ალასანიას შემთხვევაში კი სხვანაირადაა საქმე, .როცა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო ის ჩავიდა აფხაზეთში და იქაურ მოსახლეობას ხელი ჩამოართვა. ყველაფერი კარგად მიდოდა. ჩვენ გვქონდა თემურ ჩხეიძის სპეკტაკლი ,,ზღვა რომელიც შორია", რომელიც გვინდოდა გვევთამაშა სოხუმში. ასევე გვინდოდა ჩავსულიყავით იმ ფესტივალზე სადაც აფხაზური დასი იყო მაგრამ არ გაგვიშვეს... არ დაგვაფინანსეს.
ეროვნების გამო ხომარ შეგქმნიათ პრობლემა?
არ მომწონს სიტყვა უმცირესობა. მე ნანა ხურითი ვარ ოსი ეროვნებით, მაგრამ არ შეიძლება ვიყო უმცირესობა, იმიტომ, რომ საქართველოში დავიბადე, და არავინ არ მკითხა სად უნდა გავჩენილიყავი. . ღმერთმა ასე ინება. თუ საქართველოს მოქალაქე ხარ ეს იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობსი წევრი ხარ. ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ ,,არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არ გამაჩნია". საქართველოს გარდა სხვაგან ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ოსური დიასპორა, რომელიც საქართველოში არის და აქტიურად ერთვებიან იმ ცვლილებეში რაც უნდათ, რომ მოხდეს დღეს. ფიქრობენ, რომ ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც არ გამოადგა საქართველოს.
გამოდის მთავრობის შეცვლით მოგვარდება ქართულ- ოსური ურთიერთობა?
რა თქმა უნდა. მთავრობაში უნდა მოვიდეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. ვფიქრობ, ამის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება...