შემოგვიერთდით facebook-ზე
თბილისის საქალაქო სასამართლომ ესტონელ მოსამართლეებს უმასპინძლა
17-09-2013, 16:01  /  ნახვა: 1807

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ესტონეთის  მოსამართლეთა და ადვოკატთა დელეგაცია იმყოფებოდა.
ესტონეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლეა კივი, ქალაქ ტარტუს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები - ზაქარია ნემსიწვერიძე, ანდრეს მიილასთე და დონალდ კიიდიარვი, ადვოკატი ოლევ კუკლასე სასამართლოს თავჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა მიიღო.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სტუმრები  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლეებს შეხვდნენ და  სამოქალაქო საქმეთა წარმოების შესახებ ინფორმაცია გაცვალე. კერძოდ, საოჯახო დავების განხილვისას ბავშვთა უფლებების დაცვის, სასამართლოში საქმის განხილვისას მშობელთა და შვილთა  ურთიერთობის, მამობის დადგენისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების, მოსამართლეთა ინკვიზიციურობისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ერთმანეთს სამოქალაქო საქმეების წარმოების  სამართლებრივი პრაქტიკა  გაუზიარეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარემ დელეგაციის წევრებს სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა და სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა.

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა