გურიის პრობაციის ბიუროს ხელშეწყობით, ჩოხატაურის რაიონში კიდევ ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
ჩოხატაურის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე აყვანისას, პირობით მსჯავრდებულმა ზაზა გ-მ განმარტა, რომ მისი ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა და მუშაობის დაწყების სურვილი ჰქონდა. პრობაციის ბიუროს ოფიცერმა პრობაციონერის დასაქმების რეკომენდაციით მიმართა სააქციო საზოგადოება „თბილისს“, რომელიც დაბა ჩოხატაურში წყალგაყვანილობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. კომპანიის ადმინისტრაციამ დააკამყოფილა პრობაციის ბიუროს თხოვნა, ზაზა გ. სამუშაოზე აიყვანა და ყოველდღიურ ანაზღაურებად 30 ლარი დაუნიშნა.
პრობაციის ბიუროს შუალმდგომლობით, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში, წყლსაცავის სათავე ნაგებობის მშენებლობაზე დასაქმდა პირობით მსჯავრდებული რომული ლ, რომელიც ყოველდღიურად 30 ლარს გამოიმუშავებს.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს პრობაციონერთა რესოციალიზაცია და შრომით საქმიანობაში ჩაბმა წარმოადგენს. პრობაციის რეგიონალური ბიუროები მათ კონტროლს დაქვემდებარებული პირების დასაქმების მიზნით მუდმივად აწარმოებენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან.