ავტორები
თეონა აბროლიანი
ვერიკო ბუბუტეიშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოსამართლე ეკა არეშიძის თავმჯდომარეობით, ნუნუ გულისაშვილის საქმე უნდა განეხილა, რომლის ინტერესებს ადვოკატი ზურიკო თენაძე იცავდა.
ბრალდებული, თაღლითობის ბრალდებით, 180–ე მუხლის II ნაწილის ,,ბ" პუნქტით სამართლდებოდა, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება, ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით - ასსამოცდაათი საათიდან ორას საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე. იგივე ქმედება კი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
როგორც ბრალდებულის ზურიკო თენაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ბრალად, სხვისი ბინის მიტაცება, უკანონოდ მითვისება და შემდგომში გაყიდვა ედება. ადვოკატის განცხადებით, განსასჯელი თავს დამნაშავედ არ სცნობს, თუმცა რა არგუმენტებით აპირებენ უდანაშაულობის დამტკიცებას, ჩვენთან საუბარში არ განუმართავს.
სასამართლო პროცესი მოწმეების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.
აღნიშნულ საქმეზე სხდომა 2013 წლის 1 მაისს განახლდება.