შემოგვიერთდით facebook-ზე
,,პორნოპოეზია" - ექსპერიმენტობს
10-04-2013, 13:35  /  ნახვა: 2809

ავტორი 

ანა აფციაური

როკ–ჯგუფი ,,პორნოპოეზია", რამდენიმე წელია, არსებობს და თავისი ორიგინალური ჟანრით, უკვე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯგუფის წევრები:  თორნიკე ქარჩხაძე (ვოკალისტი, ლიდერი, სოლისტი), პაპუნა ჟამიერაშვილი (დრამერი), თორნიკე მარგველაშვილი (გიტარისტი), ლადო ნინუა (ბასისტი)  და ჟგუფის ხელმძღვანელი გიორგი სიბაშვილი არიან.

რამდენი წელია, რაც თქვენი ჯგუფი არსებობს და საიდან წარმოიშვა  მისი ჩამოყალიბების იდეა?

გიორგი სიბაშვილი: ჯგუფი, 2008 წელს, მხოლოდ გასართობად ჩამოყალიბდა, რომლის მიმდინარეობა პორნო პოეზია იყო. სადაც იქმნებოდა პოეზია და არა მუსიკა, რომელშიც მხოლოდ პორნო ლექსების წერით შემოვიფარგლებოდით. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მუსიკალური ჯგუფი გაგვეკეთებინა, რომელიც თანდათანობით განვითარდა და არაპროფესიონალი მუსიკოსები,  პროფესიონალმა მუსიკოსებმა ჩაანაცვლეს. საბოლოოდ ჯგუფი 2008 წელს შედგა.

- რატომ დაარქვით "პორნოპოეზია"?

- იმიტომ, რომ თავიდან პორნო შინაარსის ლექსებს ვწერდით. სახელი კი მუსიკალური ჯგუფის ჩამოყალიბების შემდეგაც შეინარჩუნა. თუმცა მუსიკის ტექსტებიც ახლაც, ზოგჯერ პორნოს სტილს შეიცავს.,,პორნოპოეზია" - ექსპერიმენტობს

- რამდენად ხშირად ახერხებთ კონცერტების ჩატარებას?

- კონცერტი თვეში ერთხელ ყოველთვის გვაქვს. ყველაზე ხშირად კლუბ ,,დივანში" და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა კონცერტებზე გამოვდივართ. ასევე, ყველა დიდ ივენთზე ვიღებთ მონაწილეობას.

რა ჟანრში უკრავთ?

- ჩვენ ცვალებადი ჟანრი გვაქვს. დაწყებული პანკიდან, დამთვრებული ელექტრონული მუსიკით. კონკრეტულად, რომელიმე ჟანრში დაფუძნებულები არ ვართ, ყველაფერს ვუკრავთ, ვექსპერიმენტობთ.

- ტექსტებს ვინ წერს?

ჯგუფისთვის ძირითადად თვითონ ვწერ, თუმცა გარემიქსებული სიმღერებიც გვაქვს. ყველაზე საინტერესო თემები და  ჯგუფის კონცეფციაა. ძირითდად ვმღერით სოციალურ და გენდერულ თემებზე, სადაც ირონიით და სარკაზმით ვაყალიბებთ პრობლემატურ თემას და საზოგადოების წინაშე ასეთი სახით გამოგვაქვს. ვცდილობთ, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ცოტათი მაინც შევარყიოთ. ისეთი სტერეოტიპები, რომელიც ჩამორჩენილია და ვთვლით, რომ თანამედროვე განვითრებულ სამყაროში მიღებულია.

- ალბომის ჩაწერას გეგმავთ?

-არა, რადგან  ალბომის ჩაწერამ აზრი, უკვე მთელს მსოფლიოში დაკარგა. სიდის არა, თუმცა სიმღერების კრებულს გამოვუშვებთ.

- 70-იანი წლების როკის მუსიკასთან პარალელი გავავლოთ, როგორ აფასებთ, მაშინდელ და დღევანდელ როკს?

-მაშინაც და ახლაც, ბრიტანეთი იყო როკ-მუსიკის განვითარების კუთხით ლიდერი.  70-იან წლებში დღევანდელ როკ–მუსიკასთან ვერავითარ პარალელს ვერ  გავავლებ, რადიკალურად განსხვავებულია. პარალელი მხოლოდ 50–იანი წლების როკთან შეიძლება მოიძებნოს, მუსიკის ჟღერადობის კუთხით. ის, რაც ძველი იყო კარგად შეხამდა ახალთან.

- რა გავლენა მოახდინა მუსიკალურ სამყაროზე ინტერნეტმა?

-უარყოფითი. მედია საშუალებების განვითარებამ პლაგიატის ზრდა გამოიწვია, სულ მარტივად შეიძლება მიითვისო სხვისი საკუთრება.

 

 

     

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა