შემოგვიერთდით facebook-ზე
ქართველი მკითხველისთვის ახალი ჟურნალი გამოვიდა
4-04-2013, 16:49  /  ნახვა: 2437

ავტორი

დიანა ოვანესიანი

3 აპრილს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჟურნალ „Vision Marigold“-ის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო კომპანია ,,მარიგოლდის“ კოლექციის გამოფენა, რომელიც „ნატალის“ და „ფეშენშარმის“ მოდელებმა წარმოადგინეს.

„Vision Marigold“, რომლის მთავარი რედაქტორი გია ჯაჯანიძეა, კვარტალში ერთხელ გამოვა. თემატურად მრავალფეროვანი ჟურნალი უამრავ საინტერესო სფეროს მოიცავს. იგი მეზობელ ქვეყნებში: ბელორუსიაში, რუსეთში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში გაიყიდება. შესაბამისად იგი ქართულ და რუსულ ენებზე გამოვა.

„მარიგოლდის“ კაბები კი, რომლებიც საღამოზე  იყო წარმოდგენილი, გაიყიდება.

საღამოს ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა,  მათ შორის კუზანოვის კლინიკის წარმომადგენელი, ქალბატონი ნინო ნადირაძე, რომელმაც ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა: ,,ძალიან მიყვარს გია ჯაჯანიძე, ის განსაკუთრებული ფენომენია. ასევე, მიყვარს „მარიგოლდი“ მიხარია მათი წარმატება, კმაყოფილი დავრჩი დღევანდელი საღამოთი...“

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა