საქართველო ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის ასოცირებული წევრი გახდება
|
თბილისში სამუშაო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN)ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ბევრ მნიშვნერლოვან საკითხთან ერთად, აქტიურად განიხილებოდა ცერნში (CERN) საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხი. დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, რომლის ფარგლებშიც, საქართველო ოფიციალურ განაცხადს წარადგენს ცერნში (CERN) და დაიწყება პროცესი. პარლელურად, არაერთი ცერნის (CERN) წარმომადგენელი ჩამოვა საქართველოში და საქართველოდანაც ბევრი მეცნიერი ეწვევა ბირთვული კვლევის ევროპულ ცენტრს. მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ახალი ერთობლივი პროექტების შესაძლო განხორციელებაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ განიხილება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, ატლასის დეტექტორის კვანძების დამზადების შესაძლებლობა და ცერნში (CERN) მათი ინსტალაცია, ასევე შემოთავაზებულია ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, გრიდის (კომპიუტერული ქსელის) კლასტერის განვითარება, ქართველ სტუდენტთა და დოქტორანტთა სტაჟირება ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში, აუტისტი ბავშვებისთვის და ადრონიდული თერაპიის პროექტების შემუშავება და სხვ. უკან დაბრუნება |