როგორ აშინებს ზურაბ აბაშიძე აფხაზ სეპარატისტებს
|
ავტორი - ბატონო ზურაბ რამდენად ელოდებით პუტინის რუსეთის მხრიდან რაიმე სახის დათმობებს? - საქართველო 2011 წელს, დათანხდა რუსეთის გაწევრიანებას ,,WTO“-ში, მოუტანა თუ არა ამან ქვეყანას რაიმე პოლიტიკური დივიდენდები? - სიმართლე უნდა ითქვას და სხვა გზა არც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. რუსეთის ,,WTO“-ში გაწევრიანება მთელ ორგანიზაციას უნდოდა და ბუნებრივია დიდი ხანი ვერ გავაგრძელებდით უარყოფას. თუმცა ამით საქართველომაც მოიგო გარკვეულწილად. ჩვენი თანხმობის სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ აფხაზეთის საზღვარზე დადგება საერთაშორისო შვეიცარული ორგანიზაციის დამკვირვებელთა ჯგუფები, რომელიც ევროსტანდარტებით გააკონტროლებენ ტერიტორიას. - რაც შეეხება აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემას, რას აპირებს ქვეყანა ამ მიმართულებით? - ჩვენ ვცდილობთ მთელი მსოფლიო ჩაერიოს ამ საკითში. მსოფლიოს ქვეყნები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ პირისპირ ველაპარაკოთ აფხაზეთსა და ოსეთს, რაზეც ჩვენ დავთანხმდით, თუმცა შეხვედრაზე, რომელიც ლონდონში უნდა გამართულიყო, არც აფხაზი, არც ოსი და არც რუსი წარმომადგენლები არ ჩამოვიდნენ. ჩემი და კარასინის შეხვედრათა ფორმატში ამ საკითხის განხილვა ვერ ხერხდება. თუმცა უნდა ითქვას ერთი რამ: რაც მე და კარასინმა დავიწყეთ შეხვედრები და არის ლაპარაკი ურთიერთობის გაუმჯობესებზე, საკმაოდ აღელდნენ აფხაზები. ისინი შიშობენ, თუ რის ხარჯზე უნდა მოხდეს ურთიერთობების დალაგება და ჰგონიათ, რომ თვითონ „გაიჭყლიტებიან“ ამ პროცესში. კარასინი ყოველი შიხვედრის შემდეგ ჩადის და „აწყნარებს“ ოსებს და აფხაზებს. თუმცა მათი შიში არც ისე უსაფუძვლოა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული აღმოჩნდა. აბაშიძემ სურვილი გამოთქვა, რომ ხშირად შეხვდეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს და „ანგარიში ჩააბაროს“ მათ.
უკან დაბრუნება |