შემოგვიერთდით facebook-ზე
ლალი მოროშკინამ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა
15-11-2014, 23:13  /  ნახვა: 3939

15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, საკუთარი ფეისბუქის გვერდიდან ღია წერილით მიმართავს. ტექსტის შინაარს უცვლელად გთავაზობთ: 

,,ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს!
ბატონო ბიძინა, უმორჩილესად გთხოვთ დაფიქრდეთ თუ
ვინ დაუშვა დღევანდელი დღის არსებობა?
პასუხი მარტივია:
"ოცნებამ" და საპარლამენტო უმრავლესობამ!!!
ჰიტლერისთვის მაამებლური პირობები რომ შეემქნათ და ფაშისტური რეჟიმისთვის ერთხელ და სამუდამოდ ჰააგის ტრიბუნალს არ გამოეტანა განაჩენი, 1947-ში ნეონაცისტები კვლავ წალეკავდნენ მსოფლიოს!!!
იგივეს იქმს დღეს ვადაგასული, მორალდაკარგული, მაგრამ "ოცნების" "ეკლერმრცმხობია", " კინკრიხოფხანია", "ფლანელხალათიანი"და მუდმივად მთვლემარე უმრავლესობის ხელდასმული უმცირესობა.
"მარიკავერულაშვილიზმი" დაემართა "ოცნებას"...არაფერი პირადული, უბრალოდ მორალის ზღვარი დაიკარგა, ეს კი სახიფათოა.
მარიკავერულაშვილები დუმდნენ, როდესაც მოკლეს გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე,დაიჭირეს 14 წლის ზერეკიძე, მერე კი მისი თავისუფლებისთვის მებრძოლი მამაც მოკლეს!
დუმილი იყო, როდესაც სააკაშვილის ბრძანებით უბრძოლველად დატოვეს კოდორი ისე, რომ სახლებიდან ქართული დროშებიც კი არ ჩამოხსენეს, ხოლო პარაკლელურად წითელ ხიდზე ნაციონალ ჩინოვნიკთა გრძელი რიგი იდგა...
რატომ არ დაისაჯნენ ეს ადამიანები ქვეყნის ღალატისთვის, მათი სახელები ხომ იდენტიფიცირებულია?
-სირცხვილია, როდესაც პოლიტპატიმრების ბედი ჰაერში დაეკიდა და მათთვის შვებად, მხოლოდ 20თეთრიანი მგზავრობა დაწესდა ! ამისთვის იწვალეს ამ ადამიანებმა,ამისთვის ვამრავლეთ ახალგაზრდების საფლავები, რომ მათზე კვლავ "მიშას ვარდს" ეხარა?
2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც არჩევნებზე წნევიანი პენსიონერები გრძელ რიგში საკუთარი კალმებით იდგნენ, რომ "ოცნებას" მათი ხმა არ დაკარგვოდათ, დღეს დასცინიან!!!
ვინ დაისაჯა???
-აგერ თქვენ 10 ლარი, ვინც მომავალი წლის სექტემბრამდე მიატანთო!!!
სირცხვილია!!!
*რატომ არ ეყო გონიერება, ჰუმანურობა და კაცთმოყვარეობა მ ა ვ ა ნ ს?
გამოეცხადებინათ 2015 წელი-პენსიონერების წლად და გაეხადათ სავალდებულო პრემიების თუნდაც 3%-ის, საპენსიო ფონდში გადარიცხვა.
ხომ მოგვარდებოდა პრობლემა?
ყველაზე ცუდ სიზმარში ვერ ვნახავდი რეინკარნირებულ სააკაშვილს, რომელიც კვლავ ერს დამოძღვრავდა, კვლავ მოსვლას დაიქადნიდა და კვლავ დააანონსებდა თქვენით დაწყებული მისთვის არასასურველ პერსონათა რეპრესიებს !!!
და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც თქვენი პატერნალური ზრუნვის შედეგად თბილს სავარძლებში მოკალათებული გაზულუქებული პარლამენტარები ასე უბრად არიან, ან კი რატომ იყვნენ მოუბარნი?
რ ო დ ე ს ა ც :
წილები გადაიფორმეს, ტენდერები მოირგეს, "ატკატები" "დაამხეცეს"!
რატომ დუმს უმრავლესობის ის ნაწილი, რომელმაც 2012 წლამდე პატრიოტული შეძახილებით "კავკასიის", "ობიექტივის" და "მაესტროს "ეთერიდან
მოძღვრა ერი, აკრიტიკა ნაციონალების პრემიები და "კარგი ცხოვრების" სიყვარული? თუ ეს მხოლოდ სუფრული თამადობა იყი და ახლა პირში ბოლოკიანი ღორის თავი დარჩათ გასაძიძგნი-ისე კი ყვცელაფერი მოსულა!
რატომ???
იმიტომ რომ სამშობლოს სიყვარული მათთვის მხოლოდ ძალაუფლების ჩანაცვლება იყო და არა სულის ტკივილი!
აი ამიტომ აღზევდა სააკაშვილის ფანტომი!!! ის ადამიანები, რომლებიც დღეს თბილისის ცენტრში ყელებს იღადრავენ და პატრიოტიზმის საფარ ქვეშ გადატრიალებას გეგმავენ, დიდი ხანია საპყრობილეების ბინადარნი უნდა იყბვნენ, ხოლო მათი წართმეული ქონება - დაბრუნეული,
ხალხი უნდა დასაქმდეს!
თუ პრემიერ მინისტრის პატრონაჟით შეძლო მუშაობა ფონდმა "სოლიდარობამ" და საბოლოოდ მოგვარდა სიმსივნიანი პატარების მკურნალობის პრობლემა,
თუ სერგეენკომ ერთმა მინისტრმა "საყოველთაო დაზღვევით" შეძლო ავადმყოფობის შიშის დაძლევა საქართველოში-ესეიგი ოცნება შესრულებადია!
თუ სასჯელაღსრულებამ შეძლო ციხის დალაგება და კანონის უზენაესობა-ესეიგი არ ყოფილა "მაყურებლის ინსტიტუტი" უძლეველი
თუ შესაძლებელია ყაჩაღობის, მკვლელობის და ქურდობის 24 საათში გახსნა, ესეიგი ვიცით მუშაობა!
ბატონო ბიძინა, იქნებ ავხსნათ სუსტი რგოლი?იქნებ უპრიანია ვადამდელი არჩევნები, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოირეცხოს 9 წლიანი სირცხვილი და შემდეგ მავანთა 2 წლიანი ღალატი!
დიახ დღეს დუმილი ღალატის ტოლფასია!
ის ადამიანები კი, რომლებსაც ჩვენ თქვენი ხათრით ხმა მივეცით, რომლებსაც ქვეყნისთვის ხმალამოღებულებს უნდა ებრძოლად, განცხრომაში და უცხოეთში წინ დ უკან ფრენებში არიან.
ნეტა მათ ფრენას რეზულტატი მოეტანა, ვაი რომ იქაც საბოლოოდ მოგვჭრეს თავი!
ეს კი სულ სხვა წერილის თემაა.
პატივისცემით,
მოქალაქე ლ. მოროშკინა
15.11.2014წ."

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა