შემოგვიერთდით facebook-ზე
ვინ არიან ,,new vine"-ს ბიჭები და რა შეუთვალეს ,,მანიკო გვაჭანიძის" გოგოებს?!
15-10-2014, 12:08  /  ნახვა: 16289

ბოლო ხანს ,,თინეიჯერებში" მოდაში შემოვიდა საკუთარი ფეისბუქ–გვერდების შექმნა, სადაც მათივე გადაღებული ვიდეოებით სოციალურ ქსელში პოპულარობას აღწევენ. ეს ჯგუფები ხშირად ერთმანეთის კონკურენტები ხდებიან, უკეთეს შემთხვევაში კი მეგობრები და თანამოაზრეებიც. მიუხედავად ყველაფრისა უმთავრესი მაინც ის არის, რომ ისინი ადრეული ასაკიდან, საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ. ჩვენი ჟურნალი geoelite.ge მკითხველისათვის ერთ–ერთი ასეთი ჯგუფის გაცნობას შეეცადა, რომლებიც ,,თინეიჯერებში" პოპულარობით სარგებლობენ. ბიჭების ასაკი 12–18 წლამდეა, ისინი ცნობილები საკუთარი ვიდეოებით გახდნენ და სოციალურ გქსელში ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავთ.
- სად გაიცანით ერთმანეთი და როდის შეიქმნა გვერდი "new-vine"?
სანდრო კახეთელიძე:  უბნელები ვართ, ჯგუფი წელს, თებერვალში შეიქმნა. როცა პირველი ვიდეო ავტვირთეთ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც ჯგუფის შექმნა განაპირობა.

ვინ არიან ,,new vine"-ს ბიჭები და რა შეუთვალეს ,,მანიკო გვაჭანიძის" გოგოებს?!
გიორგი სამუშია: ზაფხულში ეს გვერდი გაგვიტეხეს და ყველაფრის თავიდან გაკეთება მოგვიწია, რამაც ჩვენი რეიტინგი ცოტა უკან დასწია, მაგრამ ისევ გავაქტიურდით და მაყურებელს ახლა ბევრ სიახლეს ვპირდებით.
გიო ჯობავა: ამასთან დაკავშირებით მინდა ერთი განცხადება გავაკეთო: თქვენს ჟურნალში გამოქვეყნებული წერილი წავიკითხეთ ,,მანიკო გვაჭანიძის" გოგოების შესახებ, სადაც ამბობენ, რომ თითქოს მათ სამ თვეში გაგვისწრეს და ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა, რაც მართალი არაა. სიმართლე ის არის, რომ გვერდი გატეხეს და ვიდეოების ატვირთვა ვეღარ გავაგრძელეთ. ,,მანიკო გვაჭანიძის" გოგოებს მინდა მივმართო: თქვენს მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს, პატივს გცემთ და თქვენგანაც ანალოგიურს მოვითხოვთ. შური და ბოღმა არ გვალაპარაკებს, უბრალოდ, თუ ჩვენზე რეიტინგით ოდნავ მეტი ან ნაკლები, ასპარეზზე ვინმე გამოჩნდება, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი შრომის წყალში ჩაყრას შეძლებს. ,,მანიკოებმა" გააგრძელონ, რასაც აკეთებენ, რადგან ძალიან კარგად გამოსდით, უბრალოდ სასიამოვნო იქნება, თუ ჩვენს მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება ექნებათ. ჯანსაღ კონკურენციას მივესალმებით.
- თქვენი ფეისბუქის გვერდის გატეხვასთან ,,მანიკოები" რაიმე კავშირში არაინ?ვინ არიან ,,new vine"-ს ბიჭები და რა შეუთვალეს ,,მანიკო გვაჭანიძის" გოგოებს?!
- არა, გოგოები არაფერ შუაში არ არიან, დახლოებით ვიცით, რომ ვიღაც აჭარელმა გაგვიტეხა.
- რეალურად ერთი სინქრონით მიდიხართ...
სანდრო კახეთელიძე: კი ნამდვილად ,,new-vine"-ს ჰყავს 13–18 წლამდე მაყურებელი, მანიკოს 13–24 წლამდე.
გიორგი სამუშია: ჩვენი იუმორიც განსხვავებულია, ,,მანიკოს" თხუთმეტ წამიანი ვიდეოები აქვს, ჩვენ კი საკმაოდ ვრცელი. ამ ზაფხულს გადავიღეთ ვიდეო ,,mix summer", რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამ ვიდეოზე ჩეხეთსა და კანადაში გაკვეთილებს ატარებენ.
- გადაღებები სად მიმდინარეობდა?
გიო ჯობავა: ვიდეოს გადაღების იდეა შარშან გაჩნდა, როცა მამაჩემის მეგობრებთან ერთად პიკნიკზე წავედი, მაშინ ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, საქართველოს ყველა კუთხე მოგვეარა და მოკლემეტრაჟიანი ვიდეო გაგვეკეთებინა, რაც აქ არავის გაუკეთებია.
- ბევრი გაკრიტიკებთ?
გიორგი სამუშია: სწორედ, ის სიახლები და სიურპრიზები, რასაც ვგეგმავთ იმისთვის კეთდება, რომ თავი მოვაწონოთ, თუმცა ყოველთვის იქნება ორი მხარე.ვინ არიან ,,new vine"-ს ბიჭები და რა შეუთვალეს ,,მანიკო გვაჭანიძის" გოგოებს?!
- არ გიფიქრიათ, რომელიმე გადაცემაში მისულიყავით, მაგალითად: ,,გააცინე და მოიგე"?
გიო ჯობავა: გვირჩევია, ჩვენი პროდუქციით გავხდეთ ცნობილები და ხალხმა შეგვიყვროს.
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
გიო ჯობავა: სხვადასხვა ქალაქებში გვექნება გასვლები, სადაც დავდგავთ სკეჩებს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი გამოსვლები არ იქნება, ისეთ რაღაცას გავაკეთებთ, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. უახლოეს მომავალში ორმოცდაათ წუთიანი ფილმის გადაღებას ვაპირებთ, სადაც შეტანილი იქნება რეალობის ელემენტები. გადაღებები იქნება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებშიც.

გიორგი სამუშია: ამ ფილმით გვინდა ვთქვათ, რომ დრამის თამაშიც კარგად შეგვიძლია, ეს არ იქნება ჩვეულებრივი ფილმი, ჩვენ ბევრ სიახლეებს გპირდებით.

სოფო ხვიბლიანი (სპეციალურად საიტისთვის)

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა