რა ხდება სინამდვილეში ბერმუდის ანუ ეშმაკისსამკუთხედში?!
|
ბერმუდის სამკუთხედი მაიამის, პუერტო-რიკოს და ბერმუდისკ უნძულებს შორის მდებარეობს, რომლის ისტორიაც ასეულობით წელს ითვლის, მიაწერენ 75 თვითმფრინავის, 100-ზემეტი საზღვაოხომალდისა და ათასობით ადამიანის გაუჩინარებას. ამ ადგილას კომპასის ისრები უკონტროლოდ მოძრაობს. ბერმუდის სამკუთხედის ლეგენდა 1492 წლის 11 ოქტომბრიდან იწყება. ქრისტეფორ ეკოლუმბმა, გადმოცემის თანახმად, პირველი მოგზაურობისას, კუნძულ გუანაჰანიზე გადასხდომამდე, ზღვაში რაღაც უცნაური ნათება შენიშნა. პირველი უცნაური შემთხვევა 1840 წელსდაფიქსირდა. ნასაუს პორტის მახლობლად ფრანგული გემი "როზალა" აღმოაჩინეს. გემზე ხელუხლებელი იყო ბარგი, არ აღენიშნებოდა დაზიანება მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ეკიპაჟის წევრები გამქრალიყვნენ.იგივე განმეორდა 1902 წლის 20 ოქტომბერს ოთხ ანძნიანი გერმანული სავაჭრო გემიდან ეკიპაჟი გაქრა, პროდუქციაც და გემიც ხელუხლებელი იყო. 1918 წლის 4 მარტს ბარბადოსის პორტიდან მანგანუმის მადნით დატვირთული ამერიკული გემები "ციკლოპი" გაემართა. 18 მეტრიანი გემი, რომელზეც 309 ადამიანი მსახურობდა ბალტიმორშის პორტში უნდა შესულიყო, მაგრამ გაუჩინარდა. ეს პირველი მსოფლიო ომის დროსმოხდა. ამ პერიოდში ატლანტის ოკეანეში გერმანული წყალქვეშა გემები მოძრაობდნენ და გაჩნდა ვერსია, რომ "ციკლოპი" მათ ჩაძირეს, მაგრამ სიგნალი დახმარების თხოვნით არსად დაფიქსირებულა, თანაც გერმანელებს ასეთი ძვირფასი ტვირთით სავსე გემები, რომჩაეძირათ, ამ ამბავს მთელ მსოფლიოს მოსდებდნენ. აქამდე არარსებობს მეცნიერული თეორია, რომელიც უტყუარად ახსნის ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს. აღსანიშნავია, რომ ბოლო უბედური შემთხვევა ამ რაიონში 2020 წლის 28 დეკემბერსმოხდა, როცა ნავი, რომელშიც 20 ადამიანი იჯდა, გაუჩინარდა.
უკან დაბრუნება |