რატომ იზრდება მოთხოვნა ნატურალურ, მცენარეულ მედიკამენტებზე?!

,,თანამედროვე მედიცინა ხალხური მედიცინის გარეშე სრულფასოვანი ვერ იქნება"

მეცხრამეტე საუკუნიდან ფიტო ქიმია (მცენარეთა ქიმია) და მედტექნიკა სწრაფად განვითარდა, რამაც მედიცინას საშუალება მისცა არნახული შედეგებისთვის მიეღწია.
შესაძლებელი გახდა, ხშირ შემთხვევაში მომაკვდავის რეანიმირება, მწყობრიდან გამოსული ორგანოების ქირურგიული გზით მოშორება, გადანერგვა. რიგი დაავადებების მკურნალობა მიმდინარეობს სხვადასხვა მეთოდით და მედიკამენტოზური ჩარევით, რაც საშუალებას იძლევა ავადმყოფობა, გადავიდეს ქრონიკულ მდგომარეობაში, ისე, რომ ადამიანმა შეძლოს იარსებოს, გარკვეული დროის განმავლობაში, მედიკამენტების გამოყენებით.
მიუხედავად აღნიშნულისა, მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია აღიარებს, რომ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება შეუძლებელია ხალხური მედიცინის, ტრადიციების აღდგენის, დანერგვის განვითარების და მომავალში მისი შენარჩუნების გარეშე.
სინთეზის გზით მიღებულმა, ქიმიურმა პრეპარატებმა ვერ შეცვალეს მცენარეებისგან მიღებული ნატურალური წამლები. ეს უკვე აღიარებული ფაქტია და საკამათო არავისთვისაა. ვის უხარია და ვის სწყინს, ჯანსაღი მოსახლეობის არსებობა, ეს სულ სხვა თემაა. ისმის კითხვა, რით არის გამოწვეული ნატურალური წამლების ასეთი პოპულარობა?რატომ იზრდება მოთხოვნა ნატურალურ, მცენარეულ მედიკამენტებზე?!
ძირითადი უპირატესობა იმაშია, რომ მცენარეში არსებული ნივთიერებები წარმოიშობა ცოცხალ უჯრედში. გარდა ამისა, ცხოველებს არ შესწევთ უნარი, ააგონ თავისი სხეული არაორგანული ნივთიერებებიდან, რისი უნარიც შესწევთ მცენარეებს. ამიტომ მათ სჭირდებათ საკვები – მცენარის ან ცხოველის სახით, რომელიც თავის მხრივ იკვებება მცენარით. სწორედ ეს კავშირი განსაზღვრავს იმას, რომ ნატურალური სამკურნალწამლო მცენარეული საშუალებების ათვისება, ავადმყოფისთვის უფრო ადვილი და სასარგებლოა.
მცენარეები გამოიმუშავებენ დიდი რაოდენობით სხვადასხვა რთული ქიმიური ნაწილაკების შენაერთებს, რომელთა ნაკლებობა ცოცხალ ორგანიზმს ასუსტებს და ადვილად ავადდება, ვინაიდან ისინი ცოცხალ ორგანიზმში არ წარმოიშობა, ამ დანაკლისის შევსება შესაძლებელია დაავადების გამომწვევი მიზეზის საწინააღმდეგო წამლებით, რომლებიც გამდიდრებულია დიდი რაოდენობით იმ ნივთიერებებით, რომელთა ნაკლებობამ ორგანიზმის გამოფიტვა, დასუსტება და იმუნური სისტემის დაქვეითება გამოიწვია.
როგორ უნდა გავერკვეთ ამ მრავალფეროვნებაში, რომელ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელი მცენარეული ნედლეულიდან დავამზადოთ საჭირო კომბინირებული სამკურნალწამლო საშუალება ისე, რომ ავადმყოფს მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად გამოწვეული გვერდითი მოვლენები ავაცილოთ. რათა ადამიანს მივცეთ საშუალება ჯანმრთელად დაბერდეს.
ქართული მედიცინა თვითმყოფადი და გამყარებულია, უნიკალური და ორიგინალური სამკურნალწამლო მცენარეების მრავალფეროვნებით, მრავალსაუკუნოვანი ცოდნა და გამოცდილებით, რასაც მსოფლიო მედიცინის ისტორიის მკვლევარები და მეცნიერები გამორჩეულად ერთხმად აღიარებენ.რატომ იზრდება მოთხოვნა ნატურალურ, მცენარეულ მედიკამენტებზე?!
ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს ცოდნა და გამოცდილება იმისა, თუ როგორ და რა პირობებში მოვიძიოთ საჭირო ნედლეული, სამკურნალწამლო საშუალებების დასამზადებლად. ხალხში შემონახული ეს ცოდნა, იმის საშუალებას იძლევა, რომ მწვავე და რიგი ქრონიკული დაავადებები უპრობლემოდ განვკურნოთ, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე.
საქართველოში ასეულობით სხვადასხვა სახეობის ველურად მზარდი სამკურნალო და საკვები მცენარეები ხარობს, რომლებიც ორიგინალურობით და ეფექტურობით გამოირჩევიან. რასაც ერთხმად აღიარებენ მსოფლიოს ისტორიის მკვლევარები და მეცნიერები.
საკამათო არ არის ის ფაქტი, რომ ეს ულევი სიმდიდრე უფალს გამორჩეულად ქართველი ხალხისთვის უბოძებია, რასაც გამოყენება სჭირდება.
სხვა ქვეყნების მიბაძვით საქართველო ვერ განვითარდება. ეს ქვეყანა განსაკუთრებით მდიდარია, ბუნებრივი და ადამიანური რესურსების თავისებურებით. საჭიროა ხელისუფლება, რომელიც იკადრებს დაუახლოვდეს ადგილობრივ მოსახლეობას, იყოს ერთობა და სიყვარული. სათანადოდ უნდა დაფასდეს, მოსახლეობის მიერ საუკუნეების მანძილზე შეძენილი ცოდნა და გამოცდილება, ეს უნდა იყოს ძირითადი საფუძველი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარების. რატომ იზრდება მოთხოვნა ნატურალურ, მცენარეულ მედიკამენტებზე?!
მხოლოდ სამართლებრივი პრობლემების მოგვარებით შეიძლება გადავარჩინოთ, ადგილობრივი ნედლეულით დამზადებული უნიკალური პროდუქტები, რომელებიც ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელი მომავლის და ეკონომიკის ზრდის საწინდარია, ერთადერთი საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის გაერთიანებისათვის.
ქართველი ერი მარტოოდენ ყურძნისა და ხორბლის მრავალი ჯიშების, გენიალური ეპოსის, განსაცვიფრებელი მრავალხმიანი სიმღერების, საგალობლების ავტორი და შემოქმედი როდია, არამედ სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობის უნიკალურ მეთოდებსაც ფლობს. წარსულში შექმნილი არაერთი უნიკალური წამალი, დღეს კიდევ უფრო დახვეწილი და გამდიდრებულია თანამედროვე ავტორ-მკურნალთა მიერ.
როინ ნაჭყებია 

 


უკან დაბრუნება