მასტიტი სარძევე ჯირკვლის მწვავე ანთებითი დაავადებაა, რომელიც მშობიარობის შემდგომ რძის შეგუბებებით იწყება და აქვს ანთებისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, სიცხის მომატება და დაჩირქება. მასტიტის გამომწვევი უმეტესად არის სტაფილოკოკი, ენტოროკოკი. ის ინფექციური დაავადებაა, რომელიც ვითარდება სარძევე ჯირკვლის სადინარებში და ნაწილაკებში, საშიშროებას წარმოადგენს მისი დაჩირქება, რაც ხშირად საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
მასტიტის მიმდინარეობა მწვავე და ქრონიკულია. ახასიათებს სარძევე ჯირკვლის გამაგრება, კანის გაწითლება, ძლიერი ტკივილი, სიცხის მომატება, შემცივნება. დაავადების წინსვლისას სარძევე ჯირკვლები დიდდება, ძუძუთი კვება ძალზედ მტკივნეულია, რძეს ხშირად შეერევა ჩირქი და სისხლი. მასტიტისთვის დამახასიათებელია ვერაგი თვისება, დაავადების დაწყებიდან რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მძიმეა მისი მკურნალობა, ეს პრობლემა თავიდან აცილებული იქნება, თუ ყველა ორსული მშობიარობამდე რამოდენიმე დღით ადრე, ან მშობიარობისთანავე, პროფილაქტიკის მიზნით, დაიწყებს წამალი ,,სალხინოს" კაფსულების მიღებას. ასე თავიდან ავიცილებთ არა მარტო სარძევე ჯირკვლის, არამედ სამშობიარო გართულებებსაც. ფარმაკოქიმიის მიღწევებმა გაზარდა ქიმიური სამკურნალო საშუალებათა რიცხვი. უკანასკნელ წლებში შეიმჩნევა ექიმთა და მკვლევართა დაინტერესება მცენარეული წარმოშობის პრეპარატების მიმართ. 2009 წლის დეკემბერში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კონგრესზე, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, მსოფლიო მედიცინის აღიარებულ კლინიკებში, ახალ–ახალი მიმართულებებით კვლავ გაგრძელდეს ფიტოთერაპიული წამლების კვლევა, რადგან ბევრი მათგანის წინაკლინიკური და კლინიკური კვლევები იმედისმომცემი და რეალურია. არსებობენ ფიტოპრეპარატები, რომლებსაც ორგანიზმის დაზიანების გარეშე შეუძლიათ მოაგვარონ ჯანმრთელობასთან არსებული პრობლემები. ამ მხრივ აღსანიშნავია წამალი ,,სალხინო". ,,სალხინოს" ახასიათებს მოქმედების ფართო სპექტრი და სიხშირე. გვერდითი მოვლენების სიმცირე, სამკურნალო ეფექტის შენარჩუნება, არ ახასიათებს წამლის მიერი დაავადება და პრეპარატის შეცვლა გამოწვეული რაიმე გართულებით, ამიტომაც მისი მიღება პროფილაქტიკის მიზნით იქნება სწორი არჩევანი. ,,სალხინოს" საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ სარძევე ჯირკვლების დაავადებების სამკურნალოდ. 80–იანი წლებიდან განხორციელებულმა ხანგრძლივმა კვლევებმა დაადასტურა წამლის უებარი სამკურნალო თვისებები. ამჟამად ის გამოდის კაფსულებში, მზადდება მცენარეების 100 გრადუსზე გაშრობით მიღებული ფხვნილიდან, მისი მოქმედება და შედეგი იდენტურია ადრე არსებულთან და მისაღებად უფრო მარტივია. დაინტერესებულ პირებს, წამალ ,,სალხინოს" სხვა სამკურნალო თვისებებზე ინფორმაცია, შეუძლიათ იხილონ ვებ.გვერდზე:www.salkhino.ge
პროფესორი ალექსანდრე ლაბარტყავა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
უკან დაბრუნება
|