ბესიკ დუღაშვილი პოლიციამ ცოცხალი იპოვა

ეს წუთია შსს პრეს სამსახურის უფროსმა, თეა პერტაიამ სოციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბესიკ დუღაშვილი პოლიციამ ცოცხალი იპოვა. ცნობილ კარიკატურისტს, "ალიას" ყოფილ თანამშრომელს, ბესო დუღშვილს ოჯახი და ახლობლები გუშინდლიდან ეძებდნენ. მან სახლიდან წასვლის წინ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდებებელი წერილი დაწერა და გაუჩინარდა:
"როცა დაბადებიდან გესმის, რომ ხარ ნიჭიერი, როცა ცხოვრობ პრინციპით "ადამიანებო! გიყვარდეთ ერთმანეთი!", როცა ცხოვრების დევიზად გაქვს მარკ ტვენის სიტყვები:-"იცხოვრე ისე, რომ მესაფლავემაც დაიტიროს შენი სიკვდილი"... როცა აშენებ საკუთარ ბედნიერებას და ეს ბედნიერება თავისი ფუნდამენტიანად არათუ უბრალოდ გენგრევა, არამედ ქვეშ გიყოლიებს, გსრესს...
არა ბედნიერება, არა ოჯახი, არა წარმატებული კარიერა, არა... არა... არა...
და დგები დილემის წინაშე, რომ არჩევანი აღარ გაქვს...
მე გავდივარ... გავდივარ ამასოფლიდან დამარცხებული ცხოვრებასთან ჭიდილში!
გავდივარ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან...((
სუსტი და უმწეო აღმოვჩნდი ამდენ ბრძოლაში...
მე კი უბრალოდ სიცოცხლე მინდოდა, ტკბილი ოჯახი, მოსიყვარულე, გამგები და გამტანი მეუღლე, საყვარელი საქმის კეთება... შვილების აწმყოთი და მომავლით ტკბობა... მშვიდი სიბერე...
დე მე ვიყო ბოლო...
შემინდეთ... და მომიხსენიეთ ლოცვებში
წავედი! თქვენი ბესიკ (ტატო) დუღაშვილი"

 


უკან დაბრუნება