1 ივნისიდან სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდება თუ არა ფასიანი?!

დღეს, ახმეტის რაიონიდან, რედაქციაში დაგვიკავშირდნენ და შეგვატყობინეს, რომ მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სასწრაფო დახმარების გამოძახება 1 ივნისიდან ფასიანი გახდება, რომლის ერთჯერადი გამოძახების საფასური 50 ლარი ეღირება. ინფორმაციის დასაზუსტებლად, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეს სამსახურს დავუკავშირდით. მათ აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახება საქართველოს მაშტაბით, ყველგან უფასოა და ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.


უკან დაბრუნება