შიმშილობა აძლიერებს იმუნიტეტს

ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომლებმაც სპეციალურად გამოიკვლიეს ეს საკითხი. ექსპერიმენტში 46 მოხალისე მონაწილეობდა; 20–დან 40 წლამდე ქალი და მამაკაცი, რომლებსაც ჭარბი წონა ჰქონდათ. მოხალისეები ორ ჯგუფად დაყვეს და ნახევარი წლით კალორიული საკვები შეუზღუდეს. ერთ ჯგუფს 10%–ით, მეორე ჯგუფს – 30%–ით. მოხალისეებს, მხოლოდ ორგანიზატორების მიერ მიწოდებული საკვები უნდა მიეღოთ. ექსპერიმენტის დაწყებამდე მედიკოსებმა თითოეული მოხალისის იმუნური სისტემის მდგომარეობა შეისწავლეს. შეაფასეს შენელებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობა, თ–ლიმფოციტების ფუნქციები და სხვა ფაქტორები. შედეგად დადგინდა, რომ ორივე ჯგუფში იმუნური სისტემის ფუნქციური მაჩვენებლები ,,მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა".


უკან დაბრუნება