რატომ ვერ ჩავიდა შოთო სიხარულიძე თურქეთში მოკლული ქართველი ემიგრანტის მხარდასაჭერად?!

შოთო სიხარულიძე, რომელიც Youtube-ზე ატვირთული ვიდეოების გამო, ემიგრანტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამჯერად სერიოზულ სკანდალში გაეხვა. საქმე ბოლო დროს თურქეთში მომხდარ მკვლელობას ეხება, სადაც თურქმა დიასახლისმა ქართველი ემიგრანტი მრავლობითი ჭრილობებით სიცოცხლეს გამოასალმა. სიხარულიძე ემიგრანტებს ადგილზე ჩასვლას და გვერდით დგომას დაპირდა, რაც გარკვეუული მიზეზების გამო ვერ შეძლო. ამის გამო ემიგრანტების ნაწილმა, მის მიმართ სალანძრავი სიტყვები არ დაიშურა.
შოთო სიხარულიძე: იმის გამო, რომ თურქეთში ვერ ჩავედი, სულმდაბალი ხალხი საჯაროდ მლანძღავდა, მე რომელი პროკურორი და გამომძიებელი მნახეს?!
- რა იცით გარდაცვლილი ემიგრანტის მკვლელობის შესახებ?
- თურქეთის პოლიციამ, ეს საქმე თვით მკვლელობის მუხლით აღძრა, თუმცა ამას თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები კატეგორიულად აპროტესტებენ, ეს ყველაფერი ინსცენირებაა. თურქი ქალბატონი, რომელმაც ქართველი ემიგრანტი მზია დონდუა მოკლა, არ არის დაკავებული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დონდუების ოჯახს სამძიმარი გამოვუცხადო. ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთში გამგზავრებას და პირდაპირი ეთერის გაკეთებას ვაპირებდი. უკვე სარფში ვიყავი, რომ თურქეთში მყოფმა ემიგრანტებმა ჩემი facebook-ის გვერდი ,,ააფეთქეს", თურქეთში ჩასვლა კატეგორიულად ამიკრძალეს. მითხრეს, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. საზღვარზე მათი თხოვნით არ გადავედი. ამის გამო კი ერთ-ერთმა ქალბატონმა საშინელი სიტყვებით მლანძღა, რატომ არ გადავედი საზრვარზე და არ გამოვიძიე მკვლელობის საქმე.რატომ ვერ ჩავიდა შოთო სიხარულიძე თურქეთში მოკლული ქართველი ემიგრანტის მხარდასაჭერად?!
- ამბობენ, რომ თქვენზე სკანდალებს ხელოვნურად ქმნით, გაქვთ სხვადასხვა გვერდები, საიდანაც საკუთარ თავს უკომენტარებთ...
- ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს, შევიდნენ, დაათვალიერონ თითოეული გვერდი და პასუხს მიიღებენ. ჩემზე ასეთ ჭორებს ზოგიერთი ,,ვითომ მომღერალი" იგონებს. სწორედ, ასეთი დამღლელი ხალხის გამო გადავწყვიტე, ახლახანს facebook-ის გვერდის გაუქმება...
- მაგრამ არ გაგიუქმებიათ...
- ერთ-ერთმა ემიგრანტმა ქალბატონმა იტალიიდან მომწერა, ვკითხულობდი და სინდისი მქენჯნიდა. შენ, რომ ფეისბუქი გააუქმო უამრავი ემიგრანტის ცოდვას დაიდებ, ათი წელია ოჯახის წევრებზე ადრე შენ გვწერ და გვამხნევებო...
- უამრავი ემიგრანტი გწერთ და მეგობრობთ, მათი უმეტესობა პირადად არ გიცნობთ, მაგრამ ახლობელ ადამიანად მიაჩნიხართ, ხომ არ ფიქრობთ მათთან ჩასვლას და პირადად გაცნობას?
- ბევრი მეპატიჟება იტალიასა და საბერძნეთში, ვფიქრობ მათთან პირადი ურთიერთობები უფრო საინტერესო იქნება. ამიტომ უახლოეს ხანში საბერძნეთში ვაპირებ გავემგზავრო.
- Youtube-ზე ქართული სიმღერების უმრავლესობა თქვენი ატვირთულია, რას ფიქრობთ, ქართული შოუ ბიზნესი არსებობს? ან თვითონაც ხომ არ აპირებთ ამღერებას?
- საქართველოში შოუ ბიზნესი არ არსებობს. ემიგრანტების სურვილი იყო გია სურამელაშვილთან, ნინო ჩხეიძესთან და თაკო მელიქიშვილთან დუეტი ჩამეწერა, არ ვიცი რამდენად ავუსრულებ თხოვნას ემიგრანტებს. დღეს ეს ნამდვილად არ მინდა, ვფიქრობ, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.
- აჟამად რას საქმიანობ?რატომ ვერ ჩავიდა შოთო სიხარულიძე თურქეთში მოკლული ქართველი ემიგრანტის მხარდასაჭერად?!
- წინა საქორწინო მზადებაში ვარ ჩართული. 25 ნოემბერს, ჩემი და სალომე სიხარულიძე მიბედნიერდება, როდესაც ეს ამბავი შევიტყვე ორი თვე არ ველაპარაკებოდი. ძალიან მესაკუთრე ვარ და ვერ წარმომიდგენია ჩემი და ჩემგან წავიდეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და geoelite.ge-ს საშუალებით, სალომეს და მერაბს გაბედნიერება მივულოცო!
- თქვენს პირად ცხოვრებაშიც ხომ არ ხდება რამე საინტერესო?
- პირად ცხოვრებაში სიახლეებია, შესანიშნავი ადამიანი მყავს გვერდით, თუმცა მის ვინაობას ჯერჯერობით არ გავამჟღავნებ.
- თქვენი რჩეული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელია?
- არც მაგას ვიტყვი, საიდუმლოდ დავტოვებ. თუმცა პირობას გაძლევთ, ჩემი ქორწილის შესახებ, საზოგადოება თქვენი ჟურნალის საშუალებით გაიგებს.
- ოჯახის შექმნას როდის აპირებთ?
- ძალიან მალე, ჩემი დის ქორწილმა ჩაიაროს და... ემიგრანტებს სურთ, რომ ჯვარი საბერძნეთში დავიწერო. მაგრამ ყველა ჩემი ახლობელი ვერ მოახერხებს საბეძნეში გამომგზავრებას.
- სამომავლოდ სხვა რა გეგმები გაქვთ?
- 2017 წლის 11 იანვარს, ოქროს დაბადების დღე გვაქვს - ,,შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" - 11 წლის ხდება. იტალიის და თურქეთის ემიგრანტების თხოვნით, ჩემს საბანკო ანგარიშს გამოვაქვეყნებ, ვის რა საშუალებაც აქვს, სურვილისამებრ თანხას გადმორიცხავს. დაბადების დღე თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში აღინიშნება და ქართველი ემიგრანტების რჩეული ვარსკვლავები იქნებიან მოწვეულნი, რომლებიც შოთო სიხარულიძის ემიგრანტების არხზე, ყველაზე რეიტინგულნი არიან. ეს ყველაფერი,,Facebook Live" ის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ამ დღეს გამოვლინდება 14 ნომინანტი, მათ შორის ჩემი რჩეული მომღერალიც და გამარჯვებულს პრიზად iPhone 7 გადაეცემა. დარჩენილი თანხები კი რაც ანგარიშზე დაირიცხება, ემიგრანტების შეჭირვებულ ან სხვა მრავალშვილიან ოჯახებს მოხმარდება.

p.s. გუშინ, შოთო სიხარულიძე ნათია შიოლაშვილის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო საღამოზე,  ათი წლის განმავლობაში  ემიგრანტებზე უანგარო დახმარებისა და ზრუნვისთვის დაჯილდოვდა პრიზით - ,,ემიგრანტთა იმედი“.

 თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

 


უკან დაბრუნება