ჭინჭარი ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებელი და გასახდომი საშუალებაა

ჭინჭარი ფრიად მნიშვნელოვანი პოლივიტამინური მცენარე, ვიტამინების თავისებური ბუნებრივი კონცენტრატია. ასკორბინის მჟავა მასში ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარსა და ლიმონში; კაროტინის შემადგენლობა მეტია, ვიდრე ქაცვში, სტაფილოსა და მჟაუნაში. მხოლოდ 20 გრამი ჭინჭრის ფოთოლი ჩვენს ორგანიზმს А ვიტამინის დღიური ნორმით უზრუნველყოფს.
ჭინჭარი ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მას ოდითგან იყენებენ ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ: სხვადასხვა სისხლდენისას, ჰემოროის, კენჭოვანი, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებებისას, შეშუპების, ყაბზობის, გულის დაავადებების, ტუბერკულოზის, ბრონქული ასთმის, ბრონქიტების, ალერგიისა და სხვა დაავადებების დროს.
გარეგანად ჭინჭარს ღია ჭრილობებზე, სისხლდენისას, კანის დაავადებების დროს, თმის გამაგრებისა და ზრდისთვის იყენებენ.
თმის ცვენის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1,5 სთ, გაწურეთ შეიზილეთ ნაყენი ახალადდაბანილ და გამშრალ თმაში კვირაში ერთხელ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ჭინჭარს იყენებენ ქრონიკული ვარიკოზული წყლულებისა და სისხლნაკლებობის დროს. ჭინჭარს იყენებენ ძირითადად რთულ ნაკრებებში. ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებელი და გასახდომი საშუალება - 1 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ჭინჭარს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ და გააცივეთ. მიიღეთ ყოველი ჭამის წინ
პრობლემური კანისთვის 1 თვის განმავლობაში სვით დღეში 2-3 ჭიქა ჭინჭრის ნაყენი (1 სუფრის კოვზ ჭინჭარს დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი). მამაკაცებისთვის ჭინჭრის თესლი დააყენეთ, როგორც ჩაი და მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ. - 20 გრ ჭინჭრის თესლს დაასხით 0,5 წითელი ღვინო, გააჩერეთ ერთი კვირა, გაწურეთ და მიიღეთ დღეში თითო სუფრის კოვზი ეს ნაყენი.
არასასურველი თმის მოსაცილებლად - 2 სუფრის კოვზ დანაყილ ჭინჭრის თესლს დაასხით 100 მლ ზეთი. გააჩერეთ 2 კვირა. გადაწურეთ და გადაასხით გაუმჭვირვალე, მუქ ბოთლში. ისვით ჭარბთმიან ადგილებზე კვირაში ორჯერ იქამდე, სანამ ზედმეტი თმა არ მოგცილდებათ. შეინახეთ მაცივარში, მყარად დახურულ ჭურჭელში.

 


უკან დაბრუნება